ბათუმის 330-მილიონიანი (ლარი) შემოვლითი გზა დღეს გაიხსნება – პროექტი 4-წლიანი ვადაგადაცილებით დასრულდა

ბათუმის 330-მილიონიანი (ლარი) შემოვლითი გზა დღეს გაიხსნება – პროექტი 4-წლიანი ვადაგადაცილებით დასრულდა

ბათუმის შემოვლითი 14-კილომეტრიანი გზა დღეს გაიხსნება – საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალი გზას აუქცევს ბათუმს და მას სატრანზიტო მოძრაობისგან განტვირთავს.

ბათუმის შემოვლით გზაზე ხელშეკრულება 2017 წლის აგვისტოში გაფორმდა. პროექტს თურქული სამშენებლო/საინჟინრო კომპანია POLAT YOL & MAPA ასრულებს, ხოლო სამუშაოების ღირებულება 329.6 მილიონ ლარს შეადგენს. კონტრაქტის მიხედვით, ახალი გზა ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა კონტრაქტორის მიერ პროექტის დაბალი ათვისების, ასევე რთული გეოლოგიური პირობების გამო, ის 4 წლით გაჭიანურდა და მხოლოდ 2024 წლის ბოლოს დასრულდა.

ბათუმის შემოვლითი გზის სიგრძეა 14 კილომეტრი და ის 20 ხიდისა და 5 გვირაბისგან შედგება. შემოვლითი გზა გაივლის სოფლებს: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) საკრედიტო დაფინანსებით განხორციელდა.

ბათუმის შემოვლითი გზა ბათუმი-სარფის ახალი მაგისტრალით უნდა გაგრძელდეს, რომელიც მდინარე ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და საფრამდე 7.6 კილომეტრიანი გვირაბის გაყვანას ითვალისწინებს. ახალი გზა გონიოს, კვარიათის და სარფის დასახლებულ ზონებს აუქცევს გვერდს. ჯერჯერობით გზის ამ მონაკვეთის სამშენებლო ტენდერი გამოცხადებული არაა.

მსგავსი სიახლეები

მიგრაციის დეპარტამენტმა 53 უცხოელი დააკავა – შსს

მიგრაციის დეპარტამენტმა 53 უცხოელი დააკავა – შსს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ზუგდიდში, ქობულეთსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს.…
ჰორმუზის სრუტე სრულად გახსნილია, თუმცა საზღვაო ბლოკადა ძალაში დარჩება – დონალდ ტრამპი

ჰორმუზის სრუტე სრულად გახსნილია, თუმცა საზღვაო ბლოკადა ძალაში დარჩება…

ირანმა ახლახან გამოაცხადა, რომ ირანის სრუტე სრულად გაიხსნა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ჰორმუზის სრუტე სრულად…
განმუხურის სანაპირო ზოლის აღდგენა აქტიურ ფაზაშია – ინფრასტრუქტურის სამინისტრო

განმუხურის სანაპირო ზოლის აღდგენა აქტიურ ფაზაშია – ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მიმდინარე ნაპირდაცვის მასშტაბურ…