ბათუმში უძრავი ქონება ძვირდება – ივლისში, ზღვისპირა ქალაქში 104 მილიონის ტრანზაქციები დარეგისტრირდა

ბათუმში უძრავი ქონება ძვირდება – ივლისში, ზღვისპირა ქალაქში 104 მილიონის ტრანზაქციები დარეგისტრირდა

2025 წლის ივლისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა გაიზარდა.

Colliers Georgia-ს მონაცემებით, ბათუმში, ივლისში ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივლისთან შედარებით 35.6%-ით გაიზარდა და 1,664 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 60.7%-ით 104 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

გარიგებები აჩვენებს, რომ ბათუმში 2025 წლის ივლისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 38.4%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 4.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

“ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ერთ-ერთ მსხვილ პროექტში მიმდინარე წლის ივლისში ერთიანად დარეგისტრირდა 180-მდე ტრანზაქცია. ამ პროექტის გარეშე ზრდა კი 23.3%-ს შეადგენს”, – მიუთითებს Colliers Georgia.

მზარდი იყო ფასებიც. ბათუმში 2025 წლის ივლისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 28.9%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,369 აშშ დოლარი შეადგინა. ფასი გაიზარდა როგორც პირველად (48.3%), ასევე მეორეულ ბაზარზე (12.5%).

“საშუალო შეწონილი ფასების ზრდაზე გავლენა მოახდინა ივლისში ერთ-ერთ მსხვილ პროექტში ერთიანად დარეგისტრირებულმა 180-მდე ტრანზაქციამ. ამ პროექტის გარეშე მაჩვენებელი 14.5%-ით გაიზარდა, პირველად ბაზარზე კი – 19.3%-ით. უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას”, – ნათქვამია ბაზრის მიმოხილვაში.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის…
„დევნილ ოჯახს, რომელსაც საცხოვრებელი ფართი არ მიუღია, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია” – სამინისტრო

„დევნილ ოჯახს, რომელსაც საცხოვრებელი ფართი არ მიუღია, ბინის ნაცვლად…

„დევნილ ოჯახს, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია.…
ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდნენ

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და…

ტაილანდში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან…