ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ეროვნული ბანკიდან IMF-ში საქმიანობა ხუთმა პირმა გააგრძელა.
კერძოდ, 2023 წლის დეკემბრიდან, უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა 2016-2023 წლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდში აგრძელებენ საქმიანობას ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტები – არჩილ მესტვირიშვილი, ნიკოლოზ გაგუა და პაპუნა ლეჟავა, რომელთაც სებ-ი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის და პირველი ვიცე-პრეზიდენტის ნათია თურნავას ბრძანებით, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების აღსრულების წესში საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი წესის ამოქმედების გამო დატოვეს.
კერძოდ, ნიკოლოზ გაგუა სავალუტო ფონდის ექსპერტი გახდა.
მონღოლეთში IMF-ის რეზიდენტი მრჩევლის პოზიციაზე მუშაობს სებ-ის კიდევ ერთი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმოსავლეთ აფრიკის ტექნიკური დახმარების ოფისში, მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით, რეზიდენტი მრჩევლის პოზიციაზე აგრძელებს საქმიანობას სებ-ის კიდევ ერთი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.
გარდა ამისა, როგორც გუშინ გახდა ცნობილი, საქართველოს ეროვნული ბანკი დატოვა მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა შალვა მხატრიშვილმა. ისიც საქმიანობას ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მაკროეკონომიკის მიმართულებით გააგრძელებს.
BMG-ის ინფორმაციით, IMF-ში სხვადასხვა პოზიციაზე საქართველოს 10-ზე მეტი მოქალაქე მუშაობს. შარშან, ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა და ვაშინგტონში, IMF-ში გააგრძელა საქმიანობას მირზა გელაშვილმაც.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სან-ფრანცისკოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა კალიფორნიის გუბერნატორის მოადგილესთან, ელენი კუნალაკისთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო…
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი დაამტკიცა. სკოლაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგადი წესი ადგენს…
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,…