2024 წლის იანვარ-დეკემბრის მონაცემებით, ჯამში APM Terminals Poti-ს მიერ 545 297 TEU კონტეინერი დამუშავდა. ინფორმაციას ფოთის პორტის მფლობელი კომპანია ავრცელებს.
მათი მონაცემებით, კონტეინერის დამუშავების ბოლო სამი წლის მონაცემები ასეთია:
2022 წელი – 357,857 ტეუ;
2023 წელი – 592,589 ტეუ;
2024 წელი – 545,297 ტეუ;
2024 წელს “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ჯამში 313 საკონტეინერო გემი მიიღო და დაამუშავა 74 173 მანქანა. კომპანიის ინფორმაციით, მეორადი მანქანების საზღვაო ხაზებით ტრანსპორტირება და გადამუშავება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სერვისად რჩება. ბოლო სამი წლის მანძილზე, ფოთის პორტში, ჯამში 200 000-ზე მეტი ავტომანქანა დამუშავდა, კერძოდ:
2022 წელი – 47 537;
2023 წელი – 80 454;
2024 წელი – 74 173.
გასულ წლებთან შედარებით, 2024 წელს გენერალური ტვირთის მიღება შემცირდა, თუმცა მნიშვნელოვნად გაიზარდა სარკინიგზო-საბორნე გზით გადაზიდული ტვირთის ოდენობა, კერძოდ, 2024 წელს გადაიზიდა 157 895 ტონა ტვირთი, მაშინ როდესაც 2023 წელს ტვირთის რაოდენობა იყო 96 434, ხოლო 2022-ში – 98 992 ტონა.
საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს…
“საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირებში უმუშევრობის დონე 11%-ს შეადგენს”, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ განათლების სექტორის მიმოხივლაშია აღნიშნული. როგორც მიმოხილვაში…
“საქართველოში უცხოელი სტუდენტების 53.8% ინდოეთიდანაა, რომელთა უდიდესი ნაწილი ჯანდაცვის მიმართულებით სწავლობს”, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ განათლების სექტორის მიმოხივლაშია აღნიშნული. როგორც…