“გამოვყოფ სამ ძირითად ფაქტორს, რაც მივიღეთ უკუკავშირად” – ქვრივიშვილი ბიზნესთან შეხვედრაზე

“გამოვყოფ სამ ძირითად ფაქტორს, რაც მივიღეთ უკუკავშირად” – ქვრივიშვილი ბიზნესთან შეხვედრაზე

„ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური, მდგრადი და ამავდროულად განჭვრეტადი გარემო” – ამის შესახებ  მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კონფერენციაზე „საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა: მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები“ განაცხადა. შესაბამისი პრეს-რელიზი ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა, თავად მინისტრ ქვრივიშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

კონფერენციაზე კი აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს მუდმივი დიალოგი კერძო სექტორთან. მისივე თქმით, ბიზნესთან შეხვედრისას სამ ძირითადი ფაქტორზე მიიღეს უკუკავშირი.

„ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია დიალოგი ბიზნესთან, უკუკავშირი იმისთვის, რომ შევძლოთ გეგმაზომიერად, თანმიმდევრულად მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც დადებითაც აისახება კომპანიების და იმ ადამიანების სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, უდიდეს გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. ეკონომიკის სამინისტროს მთავარი ღირებულებაა – დიალოგზე, კომუნიკაციაზე და ბიზნესთან კონსულტაციაზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღება.

კარგად გვესმის, რომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური, მდგრადი და ამავდროულად განჭვრეტადი გარემო. სამინისტროს მთავარი ამოცანაც სწორედ ასეთი გარემოს უზრუნველყოფაა, რა თქმა უნდა, იმ მნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური რეალობის მიღმა, რომელიც პოლიტიკურ სტაბილურობას ქმნის ბიზნესის და ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის. ეს არის სწორედ ის პოლიტიკა, რაზეც ჩვენ ვიზრუნებთ – ერთი მხრივ, გვაქვს მუდმივი დიალოგი კერძო სექტორთან, თუმცა, გამოვყოფ სამ ძირითად ფაქტორს, რაც მივიღეთ უკუკავშირად: სტაბილურობა და განჭვრეტადობა, არსებული ბიუროკრატიული მექანიზმების გამარტივება და გადაწყვეტილებების პროცესის აჩქარება, ასევე საერთო ხედვებზე დაფუძნებული სტრატეგია სექტორებში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

რაზე ისაუბრეს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე? – ბიზნესის ხმა

მსგავსი სიახლეები

2025 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის სულადობა შემცირდა, ქათმის გაიზარდა – საქსტატი

2025 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორის სულადობა შემცირდა,…

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 760.6 ათასი სული შეადგინა, რაც წლიურად 6%-იანი კლებაა. აქედან ფურისა და ფურკამეჩის…
თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა დააფინანსა

თბილისის მერიამ მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 220 338 მოთხოვნა…

თბილისის მერიამ 500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დღემდე 220 338 მოთხოვნა დააფინანსა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე…
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

16 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6799 ლარი გახდა.…