გერმანიაში, ProWein Dusseldorf-ზე ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობდა – სააგენტო

გერმანიაში, ProWein Dusseldorf-ზე ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობდა – სააგენტო

გერმანიაში, ქალაქ დუსელდორფში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში ProWein Dusseldorf ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობდა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გამოფენაში ღვინის ქართველი მწარმოებლები, სააგენტოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით იღებდნენ მონაწილეობას.

გამოფენის ფარგლებში, პრესტიჟული გერმანული მედია ჰოლდინგის Meininger კონფერენციაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მოეწყო ქართული ღვინის ბრენდირებული სტენდი, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანიის 300-მდე ბოთლი ღვინო, გაიმართა პროფესიული დეგუსტაცია, რომელსაც ქართული ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი (Inge Mainzer) უძღვებოდა.

ProWein Dusseldorf-ზე გამართულ ქართული ღვინის კიდევ სამ დეგუსტაციას ცნობილი გერმანელი ინფლუესერი და სომელიე ტონი ასკიტისი (Toni Askitis) უძღვებოდა.

გამოფენის ფარგლებში, ლევან მეხუზლამ შეხვედრები გამართა ღვინის პროფესიონალებთან, სხვადასხვა მარკეტინგული კომპანიის, პარტნიორი ორგანიზაციისა და მედიაჰოლდინგის წარმომადგენლებთან.

„გერმანიის ქალაქ დუსელდორფში გამართულ სამდღიან გამოფენაზე, ქართული ღვინის შეფასების შესაძლებლობა ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სექტორის წარმომადგენლებს და გამოფენის ათასობით სტუმარს მიეცა, რასაც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და გაყიდვების ზრდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“, – აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს გამოფენაში ProWein Dusseldorf საქართველოს მონაწილეობის საიუბილეო 25 წლისთავი აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო დ სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანა აბულაძე, სააგენტოს და საელჩოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გამოფენის „Prowein” დირექტორს, პეტერ შმიტცს შეხვდნენ. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა 25-წლიანი ორმხრივი თანამშრომლობა, მხარეებმა ასევე იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.

 

 

ცნობისთვის, 2024 წელს ღვინის ექსპორტში გერმანიაზე მხოლოდ 2.1%-იანი წილი მოდიოდან. გასულ წელს საქართველომ გერმანიაში ღვინის გაყიდვებიდან 5 მილიონ 873 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 27.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ჯამში გერმანიაში 1 285 290 ლიტრი ღვინო გავიდა. წლების განმავლობაში გერმანიაში ღვინის გაყიდვები დადებითი დინამიკით ხასიათდება.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა | სებ

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა |…

2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება წინა თვესთან შედარებით 135 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.149.2…
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება – EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება – EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას თურქული ერთობლივი კომპანია EYE განახორციელებს. თბილისი სატრანსპორტო კომპანიასა და და ტენდერში გამარჯვებულ თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre…
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

7 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6128 ლარი გახდა.…