“ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია არავითარი სანქციების. მის მიმართ, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, პრაქტიკულად, მოქმედებს არაფორმალური სანქციები, გაუყინეს თანხები, ვერ შეაშინებენ ამ კაცს სანქციებით”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, თითქოსდა კონკრეტული ბიზნესმენები ესაუბრებიან დასავლეთის ლიდერებს, რომ არ მოხდეს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება.
კითხვაზე, თუ ვინ არის „ქართული ოცნების“ ბიზნესელჩი საქართველოში, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანას ჰყავს ერთადერთი ბიზნესელჩი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და ეს არის ეკონომიკის მინისტრი.
„ჩვენ გვყავს ერთადერთი ბიზნესელჩი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და ეს არის ეკონომიკის მინისტრი. ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის, ქვეყნის გარეთ, სწორედ, ეკონომიკის მინისტრი ესაუბრება ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებთან დაკავშირებით, ეს პირდაპირ მისი მანდატია. ბიზნესმენს შეუძლია თავისი სახელით ესაუბროს ნებისმიერ ადამიანს, თუმცა ეს არ არის ჩვენი მმართველობის სფეროს ნაწილი. რაც შეეხება ხელისუფლებას, ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროებში წარმოადგენს ეკონომიკის მინისტრი. შეიძლება რიგითი ადამიანი საუბრობდეს ვიღაცასთან, ეს მათი საქმეა. რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ წარმოგვადგენს ეკონომიკის მინისტრი ბიზნესთან ურთიერთობაში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ეკონომიკის მინისტრი საუბრობს სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებით, რაც აინტერესებს კონკრეტულად სახელმწიფოს ბიზნესთან ურთიერთობის კუთხით. რაც შეეხება ბიზნესმენების საუბრებს, ეს ბიზნესმენების საქმეა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
9 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5943 ლარი გახდა.…
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს წილი იზრდება. პორტფელის ზრდა ივნისსა და ოქტომბერში დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ოქროს…
სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, –…