თიბისი კაპიტალი დეკემბრის მომხმარებლის დანახარჯების დინამიკის მიხედვით, თიბისი ბანკის არხებით ახალი იპოთეკური სესხების მოცულობა შემცირდა.
აღსანიშნია, რომ მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის დეკემბერში, როგორც ჯამური უნაღდო დანახარჯების მოცულობა, ისე უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად გაიზარდა, თუმცა მომხმარებლის დანახარჯების ზრდის ტემპი შენელდა. თიბისი არხებით განხორციელებული ჯამური უნაღდო დანახარჯები, დეკემბერში წლიურად 15%-ით, უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა კი წლიურად 9%-ით გაიზარდა. მაშინ როდესაც 2023 წლის დეკემბერში დანახარჯების წლიური ზრდა 20%, ტრანზაქციების კი 35% იყო.
მომხმარებლის დეკემბრის დანახარჯების მიხედვით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები დეკემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით გაიზარდა, ხოლო ახალი იპოთეკური სესხების მოცულობამ წლიურად უარყოფითი ზრდის ტემპი აჩვენა 23%-ით შემცირდა.
ამასთან, სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯების წლიური 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ელექტრონიკაზე თიბისი ბანკის არხებით უნაღდო დანახარჯებმა, 18%-იანი წლიური ზრდა შეადგინა. ავეჯსა და მოწყობილობებზე კი უნაღდო დანახარჯები გასულ წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა.
საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს…
“საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირებში უმუშევრობის დონე 11%-ს შეადგენს”, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ განათლების სექტორის მიმოხივლაშია აღნიშნული. როგორც მიმოხილვაში…
“საქართველოში უცხოელი სტუდენტების 53.8% ინდოეთიდანაა, რომელთა უდიდესი ნაწილი ჯანდაცვის მიმართულებით სწავლობს”, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ განათლების სექტორის მიმოხივლაშია აღნიშნული. როგორც…