გასულ წელს დეკემბერი იპოთეკური დაკრედიტების მიმართულებით ყველაზე აქტიური თვე იყო.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის დეკემბერში საქართველოში 5 346 ახალი იპოთეკური სესხი გაიცა, 554.4 მილიონი ლარის ჯამური ღირებულებით, რაც ყველა წინა თვის მაჩვენებელს აჭარბებს.
რაოდენობრივად ახალო იპოთეკური სესხების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით გაიზარდა, ხოლო ღირებულებაში გამოსახულებით 55%-ით.
შედეგად, წლის ბოლოსთვის ბანკების საკრედიტო პორტფელში იპოთეკის ნაშთმა 13.4 მილიარდ ლარს მიაღწია.
2025 წლის დეკემბრის ბოლოსთვის, ქართული ბანკების ჯამური საკრედიტო პორტფელმა 70.94 მილიარდი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს თითქმის 2 მილიარდი ლარით (2.85%-ით) მეტია ნოემბრის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. ხოლო სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 13.99% შეადგინა.
მიზნობრიობის მიხედვით საკრედიტო პორტფელში ბიზნეს სესხებზე 56.87% მოდის (40.3 მლრდ ლარი), 20.67% სამომხმარებლო სესხებს უჭირავს (14.7 მლრდ ლარი), 18.88%-ია იპოთეკის წილი (13.4 მლრდ ლარი), სხვა სესხებზე 2.41% მოდის (1.7 მლრდ ლარი), ლომბარდზე 0.73% (518.9 მლნ ლარი), ხოლო ავტო სესხების წილი 0.44%-ია (309 მლნ ლარი).
საქართველოს ეროვნული ბანკი “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს. დოკუმენტში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალური ანალიზია. სებ-ი წერს,…
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით 8,25%-მდე გაზარდა. სებ-ი ამ გადაწყვეტილებას ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ ომს და მისგან…
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, სსფ-ის წესდების მეოთხე მუხლის დებულებით გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში, საქართველოში სამუშაობა ვიზიტი დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს…