დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა – საქსტატი

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა – საქსტატი

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. ამის შესახებ  საქსტატის 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველ სტატისტიკაში წერია. 

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

მსგავსი სიახლეები

2026 წელს წლიური ინფლაცია 5.6%-ს მიაღწევს – TBC Capital

2026 წელს წლიური ინფლაცია 5.6%-ს მიაღწევს – TBC Capital

თიბისი კაპიტალი წელს უფრო მაღალ ინფლაციას ელის. მაკროეკონომიკური განახლების თანახმად, ელექტროენერგიის ტარიფისა და იმპორტული ფასების ზრდის გათვალისწინებით, დარჩენილ თვეებში გარკვეულწილად ნორმალიზების…
ადგილობრივი ინფლაციის ზრდას ყველაზე მეტად პურის, ძროხის ხორცისა და ყველის ფასები განაპირობებს – სებ

ადგილობრივი ინფლაციის ზრდას ყველაზე მეტად პურის, ძროხის ხორცისა და…

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ადგილობრივი ინფლაციის ზრდას ყველაზე მეტად პურის, ძროხის ხორცისა და ყველის ფასები განაპირობებს, (ჯამში 3.4 პპ-ით) – ამის…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული – სებ-ი

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით…

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…