2025 წლის დეკემბერში ქვეყანაში ფულადი გზავნილების სახით 337,9 მლნ დოლარი გადმოირიცხა.
წლიური ზრდა 18.4% ანუ 52.6 მლნ დოლარია.
სების მიერ გამოქვეყნებული ფულადი გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.3% იმ 29 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე 1 მლნ დოლარს აღემატებოდა. იმავე 29 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.1% მოდიოდა. გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილებს აშშ, იტალია და რუსეთი იკავებენ. ამასთან, 29 ქვეყნიდან მხოლოდ დეკემბერში გადმორიცხვები შემცირდა ირლანდიიდან, ყირგიზეთიდან, აზერბაიჯანიდან, კანადიდან და სომხეთიდან.
დეკემბერში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მიხედვით, ქვეყნების TOP-10-ეული ასეთია:
აშშ – $63.7 მლნ, წილი – 18.8%, ზრდა – 15.1%;
იტალია – $58.6 მლნ, წილი – 17.3%, ზრდა – 15.2%;
რუსეთი – $43.4 მლნ, წილი – 12.8%, ზრდა – 39.1%;
გერმანია – $30.2 მლნ, წილი – 8.8%; ზრდა – 27.9%;
საბერძნეთი -$27.5 მლნ, წილი – 8.1%; ზრდა – 15.3%;
ისრაელი – $26.9 მლნ, წილი – 7.9%, ზრდა – 15.7%;
თურქეთი – $11.6 მლნ, წილი – 3.4%, ზრდა – 27.9%;
ესპანეთი – $8.9 მლნ, წილი – 2.6%, ზრდა – 36.7%;
ყაზახეთი – $7.6 მლნ, წილი – 2.2%, ზრდა – 3.4%;
საფრანგეთი – $6.6 მლნ, წილი – 2%, ზრდა – 24.9%;
ევროკავშირის ქვეყნებიდან დეკემბერში ჯამურად 152.6 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა, რაც 2024 წლის გასული წლის დეკემბერთან შედარებით 18.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2025 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 40.8 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.5%-ით მეტია.
2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შევსება განაგრძო, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.…
ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 5 პუნქტი დააჯარიმა. შესაბამისი ინფორმაცია სებ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კერძოდ, დაჯარიმებულია ი.მ “მერაბ მსხალაძე”, ი.მ “მერაბ ბერიძე”,…
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის საშუალო ინფლაციის პროგნოზი გაზარდა. თუ 17 ივნისს გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშით ცენტრალური ბანკი მიმდინარე წლის საშუალო…