დელისა და მუმბაიში საქართველოზე ბანერები განთავსდა – რამდენი დაიხარჯა?

დელისა და მუმბაიში საქართველოზე ბანერები განთავსდა – რამდენი დაიხარჯა?

მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ინდოეთის ქალაქებში, დელისა და მუმბაის ცენტრალურ მოედნებზე, საქართველოს შესახებ ბანერები განთავსდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინდოეთიდან საქართველოში საქმიანი ტურისტული ღონისძიებისა და მაღალმხარჯველი ტურისტული ჯგუფების მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ინდურ კომპანიასთან, Think Strawberries-თან ერთად მარკეტინგულ კამპანიას ატარებს. ტურიზმის ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის ივნისში კომპანია 407 ათას დოლარად დაიქირავა. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მუმბაისა და დელიში ბანერების განთავსების ბიუჯეტი 29 700 დოლარია.

მარკეტინგული კამპანია მოიცავს პრეზენტაციებს, ე.წ. როუდ შოუებს, B2B შეხვედრებს, ციფრულ და გარე რეკლამას. ბეჭდურ და ციფრულ პრემიუმ გამომცემლობებში კი საქართველოს შესახებ სტატიები იბეჭდება. ასევე, რეკლამასა და ვიდეორგოლებს სოციალურ მედიასა და საინფორმაციო აპლიკაციებში.

ამასთან, მიმდინარე წელს ინდოეთიდან საქორწილო ტურიზმის წახალისების მიზნით კომპანია Vivaah Wedding Parties Organizing LLC-სთან 100 800 დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა.

როგორია ტურიზმის სტატისტიკა ინდოეთიდან?

ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დროს, 2020 წელს კლების შემდეგ, 2021 წლიდან ინდოეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები მზარდია და გასულ წელს რეკორდულ 124 335-ს მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაერთიანდება – რა წერია კანონპროექტში?

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაერთიანდება – რა წერია…

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაერთიანდება. ამის შესახებ დღეს გამოქვეყნებულ კანონპროექტში წერია, რომელსაც ხელს მიხეილ ყაველაშვილი აწერს. “საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა…
თბილისში „ტრამპთაუერ თბილისის“ საერთაშორისო წარდგენის ღონისძიება გაიმართა

თბილისში „ტრამპთაუერ თბილისის“ საერთაშორისო წარდგენის ღონისძიება გაიმართა

თბილისში „ტრამპთაუერ თბილისის“ ოფიციალური საერთაშორისო წარდგენის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ლორენს ჯეი გლიკი, „გენსლერ“ სტუდიის…
𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის საინვესტიციო ღირებულება $2 მილიარდია – ილია წულაია

𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის საინვესტიციო ღირებულება $2 მილიარდია – ილია…

“𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის საინვესტიციო ღირებულება $2 მილიარდია”, – ამის შესახებ კომპანია “არქის” დამფუძნებელმა ილია წულაიამ 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის ოფიციალურ პრეზენტაციაზე განაცხადა.…