ტურისტული კომპანია Travel To Georgia-ს დირექტორის ლაშა ბერეკაშვილის თქმით, ისრაელ-ირანს შორის დასრულებული საომარი მოქმედებების შემდეგ იმერეთში ტურისტების რაოდენობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან გაიზარდა. როგორც ზაფხულის ტურისტული სეზონის შეფასებისას ბერეკაშვილმა აღნიშნა, წელს აქტიურია აზიური ბაზარი, ევროპის მიმართულება კი კლებას აჩვენებს, რაც თავის მხრივ შემცირებულ შემოსავლებში ითარგმნება.
„წინა პერიოდში ისრაელ-ირანს შორის არსებული საომარი მოქმედებების გამო აქტივობა შეჩერებული იყო, იცით რომ „ვიზეარი“ დიდ მიმართულებას ავითარებს ახლო აღმოსავლეთში და სპარსეთის ყურის ქვეყნების წილი მნიშვნელოვანია იმერეთისთვის, შესაბამისად, იმ პერიოდში ჯავშნების გაუქმების დიდი წილი გვქონდა. სტატისტიკა ამჟამად გაუმჯობესებისკენ მიდის. რაც მშვიდობის კონტურები გამოჩნდა, აღდგენაც დაიწყო. რაც გვახარებს ის არის, რომ ისრაელიდან ვიზიტორების რაოდენობამ იმატა. სამწუხაროდ, ევროპელი ქვეყნებიდან ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს, ყოველთვიურად კლებისკენ მიდის ეს მაჩვენებლები და არა ზრდისკენ.
ტურიზმის დიდი ნაწილი ევროპელი ტურისტების გამასპინძლებაზე იყო აწყობილი და მათი დიდი წილი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს აქვთ ჩანაცვლებული. ასეთი ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფები ჩამოდიან ქვეყანაში, რომლებიც ვერ აკომპენსირებენ იმ შემოსავლებს, რა შემოსავალსაც ტოვებდნენ ევროპელი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები.
ასევე ჩვენი წილი უნდა იყოს შიდა ტურიზმიც, მაგრამ ამას ბოლო წლებია ხელს სხვადასხვა ფაქტორი უშლის, განსაკუთრებით გამოვყოფ ისევ ლოგისტიკას. ეს არის სარკინიგზო მიმოსვლა, იცით რომ ქუთაისსა და თბილისს შორის პირდაპირი რეისი არ არის. ქუთაისს არ გააჩნია ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედი საერთაშორისო დონის ავტოსადგური. ასევე ქუთაისში ისევე როგორც იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში ტურისტული სერვისების გამართვის და მიწოდების პრობლემებია, რაც ვიზიტორების შემოსვლას უშლის ხელს“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.
მიხარია, რომ ამ უმშვენიერეს სოფელ სანავარდოში ვხსნით დღეს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს – „ასკანელი რეზორტს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…
„დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ირიცხებიან იმ ოჯახთა სიაში, ვისაც სახელმწიფომ შეუსრულა ვალდებულება განსახლებასთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სახელმწიფოსგან კომპენსაცია. ყველა იმ…
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 241-ით შემცირდა. შედეგად საარსებო შემწეობას ჯამში 547…