ევროპის რომელ ქვეყანაშია მასწავლებლის ხელფასი ყველაზე მაღალი/დაბალი?

ევროპის რომელ ქვეყანაშია მასწავლებლის ხელფასი ყველაზე მაღალი/დაბალი?

საშუალო სკოლის მასწავლებელთა დასაქმების დონემ 2023/24 წლებში დიდი ბრიტანეთის სამიზნე მაჩვენებლის მხოლოდ ნახევარს მიაღწია. დასაქმების ფირმა Indeed-ის 2025 წლის საუკეთესო სამსახურების ჩამონათვალში კი მასწავლებლის პროფესია პირველ ადგილზე მოექცა. ამასთან, მასწავლებელთა დეფიციტი ევროკავშირის მასშტაბით გავრცელებული პრობლემაა.

ყველაფერი ეს კომპლექსური საკითხია, რასაც ბევრი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის ერთ-ერთი კი მასწავლებლების ანაზღაურებაა. ბოლო წლებში მასწავლებელთა ხელფასები, ინფლაციის გათვალისწინებით, ბევრ ევროპულ ქვეყანაში შემცირდა.

Euronews-ი OECD-ის ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც 2000-იან წლებში ევროპის მასშტაბით მასწავლებლის ხელფასის ცვალებადობას შეეხება. ანგარიშის თანახმად, 22 ქვეყანასა და რეგიონს შორის, საშუალო სკოლის მასწავლებელთა ანაზღაურება 2015-2023 წლებში, 10-ში შემცირდა, ზოგ ქვეყანაში კი ეს ცვლილება დრამატულია.

მასწავლებელთა ნომინალური, ანუ რეალური ხელფასი, ბოლო წლებში ყველაზე მეტად, 11%-ით, ლუქსემბურგში შემცირდა. შემდეგია საბერძნეთი – 9%-ით, ირლანდია, ფინეთი და იტალია კი – 6%-ით.

EU-25-ის მასშტაბით მასწავლებლის ხელფასის საშუალო ზრდამ 4% შეადგინა, ბლოკის წამყვან ეკონომიკებში კი ეს მაჩვენებელი შემდეგი იყო: ესპანეთი – +2%, გერმანია – +1% და იტალია – +1%.

მასწავლებლის რეალური ხელფასის ყველაზე მაღალი, 31%-იანი ზრდა თურქეთში დაფიქსირდა. 16%-იანი ზრდა ჰქონდა ჩეხეთს, შოტლანდიას კი – 12%-იანი.

გარდა იმისა, რომ ევროპის მასშტაბით მასწავლებლების ანაზღაურების ზრდის ტემპი განსხვავებულია, ასევე მრავალფეროვანია სახელფასო პოლიტიკაც, რომელსაც სხვადასხვა ევროპული ქვეყანა ატარებს. ევროკომისიის Eurydice-ის თანახმად, 2022/23 წლებში ბლოკის წევრ სახელმწიფოებში სახელფასო დიაპაზონი 10 ათასი ევროდან 85 ათას ევრომდე მერყეობდა.

ყველაზე მაღალი ანაზღაურება მასწავლებლებს შვეიცარიაში აქვთ, სადაც მათი წლიური ანაზღაურება, საშუალოდ, 92 920 ევროა.

TOP 10 ევროპული ქვეყანა, სადაც მასწავლებლის დარიცხული ხელფასი ყველაზე მაღალია (2022/23):

  1. შვეიცარია – €92 920
  2. ლუქსემბურგი – €84 589
  3. გერმანია – €62 322
  4. დანია – €57 938
  5. ისლანდია – €51 407
  6. ნიდერლანდები – €44 229
  7. ნორვეგია – €43 773
  8. ავსტრია – €42 586
  9. ირლანდია – €41 191
  10. ბელგია – €38 597

 

ამასთან, კვლევის თანახმად, ევროპის მასშტაბით მასწავლებლებს ყველაზე დაბალი ანაზღაურება ალბანეთში აქვთ.

TOP 10 ევროპული ქვეყანა, სადაც მასწავლებლის დარიცხული ხელფასი ყველაზე დაბალია (2022/23):

  1. ალბანეთი – €7 587
  2. ჩრდ. მაკედონია – €8 632
  3. ბოსნია და ჰერცეგოვინა – €9 050
  4. სერბეთი – €9 412
  5. პოლონეთი – €9 897
  6. ბულგარეთი – €10 486
  7. ლატვია – €10 800
  8. თურქეთი – €11 389
  9. უნგრეთი – €11 539
  10. მონტენეგრო – €11 940

 

თუ მასწავლებლის ხელფასებს მსყიდველობითი უნარის პარიტეტს სტანდარტს მოვარგებთ – მაჩვენებელს, რომელიც რეალურად გამოხატავს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის – ვნახავთ, რომ TOP ათეული იცვლება. ამ შემთხვევაში, ყველაზე მაღალი ანაზღაურება მასწავლებლებს ლუქსემბურგში აქვთ, გერმანია კი ამ ათეულს საერთოდ ეთიშება.

10 ევროპული ქვეყანა, სადაც მასწავლებლის ხელფასი ყველაზე მაღალია – PPS

  1. ლუქსემბურგი
  2. შვეიცარია
  3. ნიდერლანდები
  4. ესპანეთი
  5. დანია
  6. ბელგია
  7. ისლანდია
  8. შვედეთი
  9. თურქეთი
  10. ნორვეგია

 

10 ევროპული ქვეყანა, სადაც მასწავლებლის ხელფასი ყველაზე დაბალია – PPS

  1. ალბანეთი
  2. სლოვაკეთი
  3. სერბეთი
  4. ლატვია
  5. ბოსნია და ჰერცეგოვინა
  6. საბერძნეთი
  7. პოლონეთი
  8. უნგრეთი
  9. ჩრდ. მაკედონია
  10. ბულგარეთი

მსგავსი სიახლეები

“გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები ახალი სტრატეგიული პროექტების განხორციელებისთვის” – რაზე გამახვილდა ყურადღება ალიევი-ქვრივიშვილის შეხვედრაზე?

“გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები ახალი სტრატეგიული პროექტების განხორციელებისთვის” – რაზე…

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს…
მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანთან და სომხეთთან ახალი მაგისტრალის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთების ექსპროპრიაციის ბრძანება გამოსცა

მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანთან და სომხეთთან ახალი მაგისტრალის მშენებლობისთვის მიწის…

ეკონომიკის სამინისტრომ სომხეთთან დამაკავშირებელი რუსთავი-სადახლოს და რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალის მშენებლობისთვის ექსპროპრიაცია გამოაცხადა. ექსპროპრიაციის შესახებ მინისტრის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა და ის ძირითადად მარნეულის…
გადაცვლილი ვალუტის დაბრუნებისთვის 30 წუთი გექნებათ – სებ-მა ვალუტის ელექტრონულად გაცვლის წესი მიიღო

გადაცვლილი ვალუტის დაბრუნებისთვის 30 წუთი გექნებათ – სებ-მა ვალუტის…

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნაღდო ფორმით ვალუტის გაცვლის ოპერაციების განხორციელებისათვის მარეგულირებელი ჩარჩო დაამტკიცა. სებ-ის ინფორმაციით, ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს მომსახურების დივერსიფიკაციას, ოპერაციების…