2025 წლის ოქტომბრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა იწყება.
უწყების ინფორმაციით, პროგრამის პირობების თანახმად, მასში ჩართვას და შესაბამისად, სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას შეძლებენ საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქეები, რომლებმაც იციან სახელმწიფო ენა და სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვთ უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
სტაჟიორთა შერჩევის კრიტერიუმად განსაზღვრულია სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა. გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს.
პროგრამის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში სტაჟირებას გაივლის საქართველოს 164 მოქალაქე შემდეგი მიმართულებებებით:
სამართალი
ეკონომიკა
ბიზნესის ადმინისტრირება
მშენებლობა/ჰიდროტექნიკური მშენებლობა/სივრცითი დაგეგმარება /ურბანისტი/არქიტექტურა
გეოლოგია/კარტოგრაფია
ფიზიკა, ქიმია, რადიოფიზიკა, ავტომატიზაცია და
მართვის სისტემები
მშენებელ-ინჟინერი, ინჟინერი, ავტოინჟინერი,
ელექტროინჟინერი
ენერგეტიკა
ფინანსები/აუდიტი
საერთაშორისო ურთიერთობები
საჯარო მმართველობა
ჟურნალისტიკა, საზოგადოებრივი ურთიერთობებიკავშირგაბმულობა/ინფორმაციისა და კომუნიკაციის
ტექნოლოგიები
ტრანსპორტი/ლოგისტიკა
საზღვაო მიმართულება
ჰიდროგრაფია
ტურიზმის მიმართულება
სოციალური მეცნიერებები
პროგრამირება/IT მიმართულება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სტაჟირების მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, www.hr.gov.ge -ის მეშვეობით. კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება, პროგრამაში სტაჟიორად ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს უფლებამოსილი კომისია.
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, მომდევნო ხუთ წელიწადში დაგეგმილია ყველა იმ ძირითადი მაგისტრალური გზის მშენებლობის დასრულება, რომელზეც სამუშაოები უკვე მიმდინარეობს ან…
2026 წლის ოქტომბერში ბიზნესსექტორში ერთწლიანი და სამწლიანი ინფლაციური მოლოდინები შემცირდა, თუმცა ხელფასების ზრდის მოლოდინი გაიზარდა. ამასთან, კომპანიების ნაწილი მომდევნო ერთი წლის…
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.…