“ენგურჰესის” დირექტორი აფხაზებს ელექტროენერგიის საფასურის გადახდისკენ მოუწოდებს

“ენგურჰესის” დირექტორი აფხაზებს ელექტროენერგიის საფასურის გადახდისკენ მოუწოდებს

“ენგურჰესის” დირექტორი, ლევან მებონია აფხაზებს მოუწოდებს, ელექტროენერგიის საფასური გადაიხადონ. ლევან მებონიას ე.წ. აფხაზი ოპოზიციონერები, ლევან მიქაა და ილია გულია შეხვდნენ.

“თუ აფხაზური მხარე ელექტროენერგიის 40%-ის საფასურს გადაიხდის, “სურათი სულ სხვაგვარი იქნება”, – უთხრა მებონიამ აფხაზებს.

ამასთან, “ენგურჰესის” დირექტორმა იკითხა, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ოკუპირებულ აფხაზეთში. პასუხად მიიღო, რომ 244 000 და თქვა:

“თბილისში მილიონ-ნახევარი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მოხმარება იგივეა. მითხრეს, რომ როდესაც ღამით ინტერნეტი [აფხაზეთში] გამორთული იყო, მოხმარება მაშინვე 50 მეგავატით დაეცა. ეს არის მინიმუმ მილიონ კვტ/სთ დღეში, ე.ი. დამატებით სამი საათი. ახლა თითქმის 98% აფხაზეთში მიდის”.

ცნობისთვის, 40/60 პრინციპი 1990-იან წლებში ხელმოწერის გარეშე მიღწეული შეთანხმებაა, რომლის მიხედვით, “ენგურჰესის” მიერ გამომუშავებული მთლიანი ენერგიის 40% აფხაზეთის რეგიონს, 60% კი – დანარჩენ საქართველოს ეკუთვნოდა. აფხაზმა პოლიტიკოსმა, ლევან მიქაამ ლევან მებონიას უთხრა, რომ უფასო გენერაციის 40% “აფხაზურ მხარეს” უფასოდ აქვს.

“ასეთი შეთანხმება არასდროს ყოფილა. უბრალოდ აფხაზური მხარე გადასახადს არ იხდის. გადასახადის გადახდით წყლის დონე არ მოიმატებს, მაგრამ ჩვენ [ელექტროენერგიას] ექსპორტზე არ გავგზავნით და წყალს დავზოგავთ”, – განაცხადა მებონიამ.

 

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა თანამედროვე ბაღების გაშენებისკენაა მიმართულია – სამინისტრო

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა თანამედროვე ბაღების გაშენებისკენაა მიმართულია…

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა მიმართულია თანამედროვე ბაღების გაშენებისა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისკენ – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის…
საქართველო საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ კვლევებში მიიღებს მონაწილეობას – მემორანდუმი

საქართველო საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ კვლევებში მიიღებს მონაწილეობას –…

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და “კრიოსფეროს ფონდს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მთავარი მიზანი საქართველოს საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა…
2026 წლის ბოლომდე 25 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებას ვგეგმავთ – რევაზ სოხაძე

2026 წლის ბოლომდე 25 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებას ვგეგმავთ –…

„28 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მოსწავლეები მალე ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში დაიწყებენ. წლის ბოლომდე კი კიდევ 25 სკოლის…