საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის საშუალო ინფლაციის პროგნოზი გაზარდა. თუ 17 ივნისს გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშით ცენტრალური ბანკი მიმდინარე წლის საშუალო ინფლაციას 4.9%-ის დონეზე ელოდებოდა, დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით პროგნოზი 5.2%-მდე გაიზარდა.
განახლებული შეფასება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია წარმოდგენილი, რომლითაც რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-ზე უცვლელად დარჩა.
სებ-ის ინფორმაციით, ივნისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.8% შეადგინა და მიზნობრივ 3%-იან დონეს კვლავ აღემატებოდა. ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ფასების ზრდის მთავარი ფაქტორი ენერგორესურსების გაძვირებაა.
“სებ-ის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, ენერგორესურსების წვლილი ინფლაციაში მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი დარჩება. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2026 წელს საშუალო ინფლაცია 5.2 პროცენტი იქნება. 2026 წლის მეორე ნახევრიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება,“ – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ეროვნული ბანკის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ ენერგორესურსების საერთაშორისო ფასების მერყეობა გაზარდა. ამასთან, კონფლიქტის გახანგრძლივების შემთხვევაში ენერგორესურსების გაძვირების არაპირდაპირი ინფლაციური ეფექტების რისკებიც იზრდება.
სებ-ი ასევე აღნიშნავს, რომ ინფლაციისთვის კვლავ მნიშვნელოვან რისკად რჩება ე.წ. მეორე რაუნდის ეფექტები და მზად არის საჭიროების შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკა დამატებით გაამკაცროს.
“თუ ინფლაციური რისკები, მათ შორის მეორე რაუნდის ეფექტები და ინფლაციური მოლოდინები, მოსალოდნელზე მეტად გაძლიერდება, ეროვნული ბანკი მზად არის მონეტარული პოლიტიკა დამატებით გაამკაცროს,“ – აღნიშნავს ეროვნული ბანკი.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 9 სექტემბერს გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8.25%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ი მიუთითებს, რომ იმის მიუხედავად რომ ინფლაცია…
საქართველოს ეროვნული ბანკი “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს. დოკუმენტში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალური ანალიზია. სებ-ი წერს,…
2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 340 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით…