სადაზღვევო სექტორში ე.წ. დაშენებული პაკეტების აღდგენის საკითხი გააქტიურდა.
დაზღვევის კავშირის ინფორმაციით, გასულ კვირას სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ, სადაც მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესაძლო ცვლილებები და ე.წ. შემავსებელი პაკეტების დაბრუნების შესაძლებლობა განიხილეს.
როგორც კავშირის გენერალურმა მდივანმა BMG-ის განუცხადა, უწყების მხრიდან ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე მზაობაა და მიმდინარე კვირის ბოლომდე სადაზღვევო კომპანიებმა სამინისტროს კონკრეტული დასაბუთებული ინიციატივები უნდა წარუდგინონ.
ლაშა ნიკოლაძის თქმით, სახელმწიფოსა და სადაზღვევოების თანამშრომლობით ერთი მხრივ, საბიუჯეტო თანხების დაზოგვა, მეორე მხრივ კი მოსახლეობისთვის ე.წ ჯიბიდან გადახდების, ხარჯების შემცირებაა შესაძლებელი.
„გასულ კვირას ჩვენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გვქონდა, ერთ-ერთი ძირითადი საკითხი სწორედ „დაშენებული“ პაკეტების არსებობა იყო. სამუშაო პროცესი დაიწყო და ჯანდაცვის სამინისტრო ჩვენგან, ინდუსტრიისგან ელის გარკვეულ მოსაზრებებს. მათი მზაობა არსებობს, დაველოდოთ, რა გზებს ვიპოვით, რომ უფრო მეტი კერძო დაზღვევით მოსარგებლე იყოს და [მოსახლეობის] ჯიბიდან გადახდის პარამეტრები შემცირდეს. ფაქტია, კერძო დაზღვეულთა შენაკადები შემცირდა და ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა გასულ წელს მხოლოდ 25 ათასით გაიზარდა. როდესაც გასულ წლებში 50-60 ათასიც კი იყო ზრდა. ამიტომ საჭიროა, გარკვეული მექანიზმების გაჩენა, რომ უფრო სწრაფად იზრდებოდეს კერძო დაზღვევის მოცვა“, – განაცხადა ლაშა ნიკოლაძემ.
ცნობისთვის, უკვე არაერთი წელია სადაზღვევო ინდუსტრია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებებს და ე.წ. შემავსებელი პაკეტების დაბრუნებას ითხოვს. ე.წ. „დაშენებული“ ანუ შემავსებელი სადაზღვევო პაკეტები ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წელს გააუქმა.
შეზღუდვის დაწესება მაშინ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის უკონტროლოდ გაზრდილი ხარჯების შეკავების აუცილებლობით აიხსნა. შედეგად, დღეს არსებული მოდელით, თუ მოქალაქეების დიდს ნაწილს, თუკი ისინი კერძო დაზღვევას შეიძენენ, საყოველთაო პროგრამის დატოვება უწევს.
უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი 2026 წლიდან იცვლება და 2026 წლიდან ყველა ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარებს უფასოდ ისწავლის, კერძო უნივერსიტეტებში გრანტი…
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის მე-3 კვარტალში, ბიზნესს სექტორში დაქირავებით დასაქმებულების საშუალო ხელფასი 2 421 ლარი იყო. 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,…
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ…