ვისი ვალი აქვს საქართველოს? – საგარეო ვალის სტატისტიკა

ვისი ვალი აქვს საქართველოს? – საგარეო ვალის სტატისტიკა

ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის მაისის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მთლიანი საგარეო სახელმწიფო ვალი 8.96 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 250 მილიონი დოლარით მეტია. ვალის ნაშთის ზრდის მთავარი ფაქტორი დაკავშირებულია კურსის ცვლილებასთან.

საქმე ისაა, რომ საქართველოს საგარეო ვალის 2/3-ზე მეტი ევროში არის დაფიქსირებული, თუმცა სტატისტიკის წარმოება ხდება აშშ დოლარებში, ბოლო 3 თვეში კი აშშ დოლარის ევროსთან მკვეთრი გაუფასურების ტენდენცია ნარჩუნდება, რის გამოც აშშ დოლარებში გამოსახული ვალის ნაშთი გაიზარდა.

თუკი მიმდინარე წლის თებერვალში ერთი ევრო 1.05 დოლარი ღირდა, ამჟამად ერთი ევროს ღირებულება 1.14 დოლარს შეადგენს, შესაბამისად ეს საკურსო სხვაობა საქართველოს ვალის ნაშთის გადაანგარიშებაზეც აისახა და მისი მოცულობა გაზარდა.

რაც შეეხება იმას თუ რომელი ქვეყნის თუ ორგანიზაციის მიმართ მართებს სახელმწიფოს ყველაზე დიდი მოცულობის ვალი – ამ სიაში პირველ ადგილზეა აზიის განვითარების ბანკი, რომლის მიმართაც ვალი 2.37 მილიარდ დოლარს აღემატება. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ADB წარმოადგენს უმსხვილეს დონორს საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რომლისთვისაც სახელმწიფოს მსხვილი საგარეო კრედიტები აქვს მოზიდული. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფი 2.17 მილიარდი დოლარის ვალით, მესამეზე კი ევროპის საინვესტიციო ბანკი 1.1 მილიარდი დოლარით.

მსგავსი სიახლეები

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა თანამედროვე ბაღების გაშენებისკენაა მიმართულია – სამინისტრო

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა თანამედროვე ბაღების გაშენებისკენაა მიმართულია…

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა მიმართულია თანამედროვე ბაღების გაშენებისა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისკენ – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის…
საქართველო საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ კვლევებში მიიღებს მონაწილეობას – მემორანდუმი

საქართველო საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ კვლევებში მიიღებს მონაწილეობას –…

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და “კრიოსფეროს ფონდს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მთავარი მიზანი საქართველოს საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა…
2026 წლის ბოლომდე 25 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებას ვგეგმავთ – რევაზ სოხაძე

2026 წლის ბოლომდე 25 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებას ვგეგმავთ –…

„28 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მოსწავლეები მალე ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში დაიწყებენ. წლის ბოლომდე კი კიდევ 25 სკოლის…