თებერვალში საქართველოს სავალუტო რეზერვები $202 მილიონით შემცირდა

თებერვალში საქართველოს სავალუტო რეზერვები $202 მილიონით შემცირდა

2025 წლის თებერვალში საქართველოს ოფიციალური საერთაშორისო სარეზერვო აქტივები 202 მილიონი დოლარით შემცირდა და 4.23 მილიარდი დოლარი შეადგინა – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

წლიურ ჭრილში კი საქართველოს საერთაშორისო სარეზერვო აქტივები 512 მილიონი დოლარით, ანუ 11%-ით არის შემცირებული.

ჯერჯერობით უცნობია რამ განაპირობა რეზერვების შემცირება. რამდენადაც ცნობილია სებ-ს თებერვალში სავალუტო აუქციონზე თანხა არ გაუყიდია, თუმცა უცნობია მოახდინა თუ არა სებ-მა ვალუტის რეალიზაცია Bmatch პლატფორმის მეშვეობით. აღნიშნულის შესახებ სტატისტიკა 25 მარტს გახდება ცნობილი.

ამასთან, საქართველოს სავალუტო რეზერვების ღირებულებაზე გავლენა ასევე ოქროს ფასის ზრდამ მოახდინა, რადგანაც რეზერვების შემადგენლობაში არსებული ოქროს ღირებულება, იანვარში არსებული 645 მილიონი დოლარიდან 650 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც საერთაშორისო ბაზარზე ოქროს რეკორდულ გაძვირებას უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები

დიდ ბრენდულ სასტუმროებში დატვირთულობა და ფასი გაიზარდა – TBC Capital

დიდ ბრენდულ სასტუმროებში დატვირთულობა და ფასი გაიზარდა – TBC…

2026 წლის პირველ ნახევარში საშუალო დატვირთულობა დიდ ბრენდულ სასტუმროებში წლიურად 4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 58% შეადგინა. ამის შესახებ TBC Capital-ის…
9 აგვისტოს საქართველოს აეროპორტებში ფრენების ისტორიული რეკორდი, 306 ჩამოფრენა და გაფრენა დაფიქსირდა – EUROCONTROL

9 აგვისტოს საქართველოს აეროპორტებში ფრენების ისტორიული რეკორდი, 306 ჩამოფრენა…

9 აგვისტოს საქართველოს აეროპორტებში ერთ დღეში 306 ჩამოფრენა და გაფრენა დაფიქსირდა, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის საჰაერო ნავიგაციის…
ქუთაისში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია გაიმართა

ქუთაისში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია გაიმართა. ინფორმაციას…