“იანვარში ბინების გაყიდვები 40%-ით შემცირდა” – რა ტენდენციებია უძრავი ქონების ბაზარზე

“იანვარში ბინების გაყიდვები 40%-ით შემცირდა” – რა ტენდენციებია უძრავი ქონების ბაზარზე

დეველოპერული კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე გასული წლის ბოლოს შექმნილი არასტაბილური ვითარება ამ დრომდე ნარჩუნდება და მოთხოვნა კვლავ შემცირებულია.

როგორც “არსში” BMG-ის განუცხადეს, მათი კომპანიის შემთხვევაში იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვები 40%-ითაა შემცირებული, რაც თავის მხრივ, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. თუმცა “არსის” დირექტორის განცხადებით, შემცირებულ გაყიდვებზე გავლენა ჰქონდა დასვენების დღეებსაც.

„მოთხოვნა შემცირებულია როგორც თვის, ასევე წლის ჭრილში. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, იანვარში გასულ წელთან შედარებით გაყიდვები დაახლოებით 40%-ითაა შემცირებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ იანვარში გასულ იანვრებთან შედარებით უფრო მეტი დასვენების დღე იყო და გაყიდვებზე ესეც მოქმედებს. ზოგადად, უძრავი ქონების სექტორისთვის სტაბილური სიტუაცია მნიშვნელოვანია და ასეთ სიტუაციაში ადამიანები აპაუზებენ ხოლმე გადაწყვეტილების მიღებას და ელოდებიან. პოლიტიკური სტაბილურობა რომც იყოს, როდესაც ლარის კურსი არასტაბილურია, ამ შემთხვევაშიც, მომხმარებლები ბინების ყიდვისგან თავს იკავებენ“, – განაცხადა ბესო ორთოიძემ.

ის, რომ დეკემბერში რეალიზაციის მკვეთრი შემცირების შემდეგ, იანვარში უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა ჯერჯერობით არ გააქტიურებულა, ადასტურებენ უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტშიც”. თუმცა კომპანიის პარტნიორის, ლევან ელიზბარაშვილის განცხადებით, არაა გამორიცხული, გადავადებული მოთხოვნა გარკვეულწილად თებერვალში აღდგეს.

„დეკემბრის თვეში უძრავი ქონების ბაზარი „გაშეშებული“ იყო და ახალი ბინების რეალიზაცია პრაქტიკულად ნულზე იყო. დეკემბრის დაკომპენსირება იანვარს, რა თქმა უნდა, არ შეუძლია. იმ პროექტებში, რომლებსაც ჩვენ ვმართავთ, სიფრთხილე მაინც შეიმჩნევა. ცენტრალურ უბნებში მოსახლეობა ძალიან ფრთხილია, გარეუბნებში გამოცოცხლების ნიშნები შედარებით შეიმჩნევა. მოლოდინი მაქვს, რომ გადადებული მოთხოვნა და ინტერესი თებერვალში გამოავლენს თავს, თუმცა რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია“, – განაცხადა ლევან ელიზბარაშვილმა.

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

9 თვეში ენერგეტიკაში $140 მლნ-მდე FDI ჩაიდო – TOP-10 ინვესტორი კომპანია

9 თვეში ენერგეტიკაში $140 მლნ-მდე FDI ჩაიდო – TOP-10…

2025 წლის 9 თვეში საქართველოს ენერგეტიკის სექტორში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 139.9 მლნ დოლარი შეადგინა. ზრდა 9.3%-ია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
მასწავლებლებისა და ადმინისტრატორებისთვის აშშ-ში გაცვლითი პროგრამა გამოცხადდა – საელჩო

მასწავლებლებისა და ადმინისტრატორებისთვის აშშ-ში გაცვლითი პროგრამა გამოცხადდა – საელჩო

მასწავლებლებისა და ზოგადი განათლების ადმინისტრატორებისთვის გაცვლითი პროგრამა გამოცხადდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ს საელჩო წერს. პროგრამის Study of the U.S. Institutes (SUSIs) ფარგლებში,…
კომერციული ვენახის გაშენების ნებართვის აღება უფასო იქნება – სახელმწიფო მევენახეობის რეგულირებას იწყებს

კომერციული ვენახის გაშენების ნებართვის აღება უფასო იქნება – სახელმწიფო…

ღვინის ეროვნული სააგენტო კომერციული ვენახის გაშენებაზე ნებართვების გაცემას 2026 წლის მარტიდან დაიწყებს. ნებართვები უფასო იქნება. ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ ინიციირებული „ვაზისა…