იანვარში ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა – ეროვნული ბანკი

იანვარში ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა – ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იანვარში ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა. ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის იანვრის თვის შედეგები გამოქვეყნდა.

ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, იანვარში დეკემბერთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები მომატებულია. ერთი მხრივ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებში ფიქრობენ. მეორე მხრივ, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას ზრდის უფრო დაბალ ინტერვალში, 0%-2%-ის ფარგლებში, ელოდებიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, იანვარში დეკემბერთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. ერთი მხრივ, დეკემბერთან შედარებით, მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ზრდის ფარგლებში ელოდებიან. მეორე მხრივ, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 2%-4%-ის და 4-6% ფარგლებში ელოდებიან.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, იანვარში დეკემბერთან შედარებით დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 8%-ზე მეტად ელოდებიან. ამავე დროს მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალ ინტერვალში, 4%-6%- ის ფარგლებში ელოდებიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, იანვარში დეკემბერთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10%-20%-ის ფარგლებში ელოდებიან. ამავე დროს, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას -10%-0%-ის ფარგლებში ფიქრობენ.

გამოკითხულთა აზრით, იანვარში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) დეკემბერთან შედარებით გაზრდილია.

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2% იყო, ხოლო შარშან ინფლაციის საშუალო წლიური დონე 1.1%-ს შეადგენდა.

მსგავსი სიახლეები

როდიდან გაიზრდება უმაღლეს სასწავლებლებში პროფესორთა ანაზღაურება? – კაკაურიძის პასუხი

როდიდან გაიზრდება უმაღლეს სასწავლებლებში პროფესორთა ანაზღაურება? – კაკაურიძის პასუხი

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ვერ ამბობს როდის მიაღწევს უნივერსიტეტების ლექტორების ანაზღაურება 10 ათას ლარს, თუმცა ამბობს, რომ ხელფასის ზრდა ეტაპობრივად…
პარლამენტმა 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა დაიწყო

პარლამენტმა 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა დაიწყო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია განიხილა. ბიუჯეტის პროექტი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა…
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

5 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6032 ლარი გახდა.…