იანვარში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 16.6%-ით გაიზარდა და 282.64 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – სებ

იანვარში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 16.6%-ით გაიზარდა და 282.64 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – სებ

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 282.64 მლნ აშშ დოლარი (761.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 16.6%-ით (40.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ იანვარში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 45.4%-ს შეადგენს, შესაბამისი 128.4 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 17.5%-ია. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ამასთან, აშშ-დან და ისრაელიდან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია კვლავ გრძელდება. კერძოდ, იანვარში აშშ-დან  -10.0%-იანი, ხოლო ისრაელიდან 15.7%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა, მოცულობამ კი, შესაბამისად, 52.0 და 24.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2026 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.2 მლნ აშშ დოლარი (84.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა. აღნიშნული 2025 წლის იანვრის (28.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.2%-ით მეტია.

მსგავსი სიახლეები

2026 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 1.4%-მდე შემცირდა – სებ

2026 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 1.4%-მდე…

“2026 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 184.1 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა და 145.2 მლნ აშშ…
2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 350 მლნ დოლარი შეადგინა – სებ

2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები წლიურად 3.9%-ით…

2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 350 მლნ აშშ დოლარი (922.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან…
“ივნისში წლიურმა ინფლაციამ 5.8%, ხოლო თვის ინფლაციამ 0.1% შეადგინა” – სებ-ი “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს

“ივნისში წლიურმა ინფლაციამ 5.8%, ხოლო თვის ინფლაციამ 0.1% შეადგინა”…

საქართველოს ეროვნული ბანკი “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს. დოკუმენტში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალური ანალიზია. სებ-ი წერს,…