ივლისში ყველაზე მეტად თევზეული გაძვირდა – საქსტატი

ივლისში ყველაზე მეტად თევზეული გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა.

თევზეული 18.2 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.2 პროცენტით, პური და პურპროდუქტები 8.1 პროცენტით, ზეთი და ცხიმი 7.6 პროცენტით, ყავა, ჩაი და კაკაო 6.4 პროცენტითაა გაძვირებული, რძე, ყველი და კვერცხი – 4.2 პროცენტით. ხილსა და ყურძენზე ფასებმა 2.5 პროცენტით მოიმატა. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 1.7 პროცენტით გაძვირდა, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 1.5 პროცენტით. ამასთან, ფასების 5.7-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე.

ამასთან, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.66 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (20.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (10.8 პროცენტი);

„საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.3 პროცენტით, რაც 0.8 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.4 პროცენტი), ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (8.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.0 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.7 პროცენტით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (7.7 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.7 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მსგავსი სიახლეები

ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა – საქსტატი

ივლისში წლიურმა ინფლაციამ 5.5% შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში – -0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.5…
2025 წელს წყალმომარაგების სისტემით მოსარგებლეთა რაოდენობა 2.9 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

2025 წელს წყალმომარაგების სისტემით მოსარგებლეთა რაოდენობა 2.9 პროცენტით გაიზარდა…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 258.6…
საქართველოს მოსახლეობა 3.9 მილიონი ადამიანია, 134 000 უცხოეთის მოქალაქეა – საქსტატი

საქართველოს მოსახლეობა 3.9 მილიონი ადამიანია, 134 000 უცხოეთის მოქალაქეა…

საქსტატი საქართველოს მოსახლეობის აღწერასთან დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს. საქსტატის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 2024 წლის აღწერის თანახმად არის 3,929,581 ადამიანი. ამასთან, საქსტატი აქვეყნებს დეტალურ…