ივნისში ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით $42 მილიონი გაყიდა

ივნისში ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით $42 მილიონი გაყიდა

2024 წლის ივნისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმის მეშვეობით 42 მილიონი დოლარი გაყიდა.

Bmatch სისტემის გარდა სებ-მა სავალუტო ბაზარზე ჩარევა აუქციონების გზითაც მოახდინა, რაც სავალუტო ბაზარზე ლარის გაცვლითი კურსის სწრაფი გაუფასურების შერბილებას ემსახურებოდა. გასულ თვეში სავალუტო აუქციონით $60 მილიონი გაიყიდა, შესაბამისად მთლიანობაში ეროვნულმა ბანკმა გასული თვის განმავლობაში 102 მილიონი დოლარი გაყიდა.

2024 წლის პირველ ნახევარში ეროვნულმა ბანკმა 286 მილიონი დოლარი შეიძინა და 220 მილიონი დოლარი გაყიდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო სავალუტო რეზერვების შესყიდვაზე უნდა ფოკუსირდეს, რადგანაც რეზერვების მოცულობა, რაც 4.6 მილიარდ დოლარს შეადგენს, ადეკვატურობის დონეს ჩამოსცდა.

“ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შესყიდვის მნიშვნელოვანი პოლიტიკის მიუხედავად, საქართველოს სავალუტო რეზერვების დონე დაეცა IMF-ის ადეკვატურობის ზღვარს ქვემოთ,”- ნათქვამია IMF-ის მიმოხილვაში.

 

Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ სებ-მა ივნისში 102 მლნ დოლარი ლარის რყევების შესამსუბუქებლად გაყიდა.

მსგავსი სიახლეები

ნოემბრის ბოლოს რუსთაველის გამზირზე არა მხოლოდ სამანქანო გზა გაიხსენება, არამედ პროექტი სრულად დასრულდება – კალაძე

ნოემბრის ბოლოს რუსთაველის გამზირზე არა მხოლოდ სამანქანო გზა გაიხსენება,…

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, დათქმულ ვადაში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია სრულად დასრულდება – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. “შესაბამისად, პირველ…
ჩვენთვის ღირებულებას წარმოადგენს ევროპა და ევროპული ფასეულობები – ირაკლი კობახიძე

ჩვენთვის ღირებულებას წარმოადგენს ევროპა და ევროპული ფასეულობები – ირაკლი…

ჩვენთვის ევროპა, უპირველეს ყოვლისა, ევროპული ფასეულობებია, ევროპული ტრადიციები, ევროპული კულტურა და ცივილიზაცია. სწორედ ამიტომ გვსურს, გავხდეთ ევროკავშირის ნაწილი, მისი განუყოფელი შემადგენელი…
მშპ-ის მაჩვენებელი 2027 წლის ბოლოსთვის $12.0 ათასს, ხოლო 2030 წლისთვის $15.0 ათასს გადააჭარბებს – ლაშა ხუციშვილი

მშპ-ის მაჩვენებელი 2027 წლის ბოლოსთვის $12.0 ათასს, ხოლო 2030…

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი წარადგინა. საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული…