ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2024 წლის ივნისის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,70 ათასი ტონა, რაც 0,63 ათასი ტონით ანუ 27%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (2,33 ათასი ტონა) შედარებით.
“მ/წლის ივნისის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 0,43 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 25,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: გერმანია – 0,22 ათასი ტონა (12,9%); რუსეთი – 0,18 ათასი ტონა (10,6%), ირანი – 0,17 ათასი ტონა (10%); და სხვ.
2024 წლის ივნისის თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 14,3 ათასი ტონა, რაც 5,6 ათასი ტონით ანუ 64,4%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (8,7 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, მ/წლის ივნისის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 51% (7,3 ათასი ტონა) განხორციელდა საბერძნეთიდან, 28% (4 ათასი ტონა) – რუსეთიდან, 13,3% (1,9 ათასი ტონა) – თურქმენეთიდან, 7,7% (1,1 ათასი ტონა) – ლიბიიდან”, – ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს წილი იზრდება. პორტფელის ზრდა ივნისსა და ოქტომბერში დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ოქროს…
სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, –…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. ირაკლი კობახიძის პრესსამსახურის…