ივნისში სამრეწველო პროდუქციის წარმოება გაძვირდა

ივნისში სამრეწველო პროდუქციის წარმოება გაძვირდა

2024 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის წარმოება როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წელთან შედარებით გაძვირდა. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.1%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 9.3%-იანი მატება.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის მიხედვით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 22.1%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.3 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (24.4%);
  • დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 8.2 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 6.68 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (11.8%) და სასმელები (9.1%);
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 10.9 %-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.07 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 10.1%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.24 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

2024 წლის მაისთან შედარებით ფასები 1.3%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.09 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.

ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (1.9%), რამაც 1.54 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების მატება კვების პროდუქტებზე 1.9%-ით და ძირითად ლითონებზე 3.6%-ით გარდა ამისა, ფასების 4.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.5 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური…
ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დაადასტურა EU-თან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა – საგარეო უწყება

ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ…

ბრიუსელში საქართველოს დელაგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის გაიმართა შეხვედრა სავიზო დიალოგის ფარგლებში, კერძოდ, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო გამონაკლისის…
ლაშა ხუციშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

ლაშა ხუციშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,…