ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა 50-50 მილიონი ლარის ღირებულების ორი ტენდერი (ჯამში 100 მილიონი ლარი), რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს შეეხება.
სატენდერო აღწერაში არ არის მითითებული თუ უშუალოდ რომელი საგზაო პროექტების განხორციელება არის დაგეგმილი ამ შესყიდვით, თუმცა აღნიშნულია რომ შერჩეულმა კონტრაქტორმა დავალების შემთხვევაში შესაბამისი სამუშაოები უნდა ჩაატაროს.
მსგავსი ტიპით გაფორმებული ტენდერის დროს წინასწარ განსაზღვრულია რომ იმ შემთხვევაში თუ კონკრეტულ არეალში (აღმოსავლეთ ან დასავლეთ საქართველოში) გამოიკვეთება რომელიმე საგზაო პროექტის ან რეაბილიტაციის განხორციელების აუცილებლობა, მას კონკრეტული კომპანია შეასრულებს.
ტენდერებში მონაწილეობის მიღება კომპანიებს 22 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ.
“პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების 80%-ის ოდენობისა, მათ შორის ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების არანაკლებ 20%-ისა,”- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა მიმართულია თანამედროვე ბაღების გაშენებისა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისკენ – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის…
გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და “კრიოსფეროს ფონდს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მთავარი მიზანი საქართველოს საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა…
„28 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და მოსწავლეები მალე ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში დაიწყებენ. წლის ბოლომდე კი კიდევ 25 სკოლის…