ირაკლი კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციის მოლოდინშია

ირაკლი კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციის მოლოდინშია

„ქართული ოცნების“ მთავრობა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ურთიერთობების გადატვირთვაზე, ტრამპის ადმინისტრაციიდან პასუხის მოლოდინშია. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, არის თუ არა ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ რაიმე სიგნალი ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებს ურთიერთობების გადატვირთვის გზამკვლევს სთავაზობს, რაც სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ფურცლიდან დაწყებას გულისხმობს.

„შიდა სამზარეულოზე ვერ ვისაუბრებთ, რაც მთავარია სრული მზაობაა იმისთვის, რომ ქართული ურთიერთობები გადაიტვირთოს. უფრო მეტიც, ჩვენ ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს, რომ კონკრეტული გზამკვლევით, საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან აღდგეს. თუ ამერიკის მხრიდან ანალოგიური ინტერესი იქნება, რა თქმა უნდა, ურთიერთობები გადაიტვირთება. ჩვენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას დაველოდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ცნობისთვის, გასული წლის განმავლობაში აშშ-ის მხრიდან საქართველოს მთავრობამ არაერთი გაფრთხილება მიიღო, მათ შორის შეჩერებული სამხედრო პარტნიორობის და ფინანსური დახმარების სახით, თუმცა წლის ბოლოს ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. სახდეპში ამის მიზეზად „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება დაასახელეს, რომლითაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი „ოცნების“ ხელისუფლებამ 2028 წლამდე შეაჩერა. მაშინ ირაკლი კობახიძემ ამ გადაწყვეტილებას დროებითი მოვლენა უწოდა და თქვა, რომ ამას პრინციპული მნიშვნელობა არ ექნებოდა. ირაკლი კობახიძემ მაშინვე განაცხადა, რომ ახალ ადმინისტრაციას უნდა დავლოდებოდით.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე კი აშშ-მა კავკასიის რეგიონში სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება სომხეთთან გააფორმა.

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა | სებ

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა |…

2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება წინა თვესთან შედარებით 135 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.149.2…
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება – EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება/მშენებლობა იწყება – EYE-სთან ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას თურქული ერთობლივი კომპანია EYE განახორციელებს. თბილისი სატრანსპორტო კომპანიასა და და ტენდერში გამარჯვებულ თურქულ ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre…
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

7 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6128 ლარი გახდა.…