ირაკლი კობახიძე – გრძელდება სამუშაოები, რომ მთელი ქვეყანა იყოს დაფარული შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურებით

ირაკლი კობახიძე – გრძელდება სამუშაოები, რომ მთელი ქვეყანა იყოს დაფარული შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურებით

იუსტიციის სახლში ხაშურელებს მიეწოდებათ 500-მდე საზოგადოებრივი მომსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაშურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის 121-ე იუსტიციის სახლი ქვეყნის მასშტაბით, კონკრეტულად რეგიონში ეს არის მე-9 ფილიალი.

„ხაშურელებისთვის დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, იხსნება ხაშურის იუსტიციის სახლი. ტრადიციულად, იუსტიციის სახლი ხაშურშიც გამოირჩევა არაჩვეულებრივი არქიტექტურით, დიზაინით. ეს შენობა მომსახურების მიწოდების დროს შესთავაზებს სასიამოვნო გარემოს ხაშურელებს და რაც მთავარია, იუსტიციის სახლში ხაშურელებს მიეწოდებათ 500-მდე საზოგადოებრივი მომსახურება. ეს მომსახურება მიეწოდება მათ უმაღლეს დონეზე, რითაც გამოირჩევა, ზოგადად, იუსტიციის სახლები.

ეს არის 121-ე იუსტიციის სახლი ქვეყნის მასშტაბით, კონკრეტულად რეგიონში ეს არის მე-9 ფილიალი. იგეგმება ასევე დამატებით 10 იუსტიციის სახლის გახსნა თერჯოლაში, ახმეტაში, საგარეჯოში, ხელვაჩაურში, ასევე თბილისში, გლდანში არის დაგეგმილი იუსტიციის სახლის გახსნა და სოფლებში – ჭალა, ზოტი, ტოლები, შროშა და ცაისი. გრძელდება ეს სამუშაოები იმისთვის, რომ მთელი ქვეყანა იყოს დაფარული შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურებით.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ 500-მდე საზოგადოებრივი მომსახურება მიეწოდება მოქალაქეებს იუსტიციის სახლებში, აქედან არის 30-ზე მეტი კერძო მომსახურება. იუსტიციის სახლი არის ერთადერთი სივრცე, სადაც ერთმანეთთან შერწყმულია საჯარო და კერძო სერვისები. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დღევანდელი იუსტიციის სახლის გახსნა, რომელიც ხაშურელებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში, ხაშურის იუსტიციის სახლის მშენებლობაში, ზოგადად, პროექტის განხორციელებაში. კიდევ ერთხელ, მადლობა, რა თქმა უნდა, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მთიანად სამინისტროს შემადგენლობას იმისათვის, რომ გრძელდება ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

დიდ ბრენდულ სასტუმროებში დატვირთულობა და ფასი გაიზარდა – TBC Capital

დიდ ბრენდულ სასტუმროებში დატვირთულობა და ფასი გაიზარდა – TBC…

2026 წლის პირველ ნახევარში საშუალო დატვირთულობა დიდ ბრენდულ სასტუმროებში წლიურად 4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 58% შეადგინა. ამის შესახებ TBC Capital-ის…
9 აგვისტოს საქართველოს აეროპორტებში ფრენების ისტორიული რეკორდი, 306 ჩამოფრენა და გაფრენა დაფიქსირდა – EUROCONTROL

9 აგვისტოს საქართველოს აეროპორტებში ფრენების ისტორიული რეკორდი, 306 ჩამოფრენა…

9 აგვისტოს საქართველოს აეროპორტებში ერთ დღეში 306 ჩამოფრენა და გაფრენა დაფიქსირდა, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის საჰაერო ნავიგაციის…
ქუთაისში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია გაიმართა

ქუთაისში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია გაიმართა. ინფორმაციას…