ირაკლი კობახიძე – ხელისუფლებას აქვს გააზრებული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ხელისუფლებას აქვს გააზრებული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა

ხელისუფლებას აქვს გააზრებული ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და ასევე, შექმნილია სტაბილური გარემო ეკონომიკის განვითარებისთვის და ბიზნესის კეთებისთვის ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამას ხელს უწყობს სტაბილური კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს.

„სტაბილურობის გარანტიები კონსტიტუციის დონეზეც კი არის შექმნილი ბიზნესისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა კანონმდებლობის, ბიზნესგარემოს სტაბილურობის ხელშეწყობა და არსებული მდგომარეობის შენარჩუნება. ვფიქრობ, კანონმდებლობა არსებითად არის სწორად მორგებული ბიზნესის ინტერესებს.

თუ რაიმე შენიშვნები იქნება ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მუდმივ რეჟიმში მთავრობაც და პარლამენტიც მზად ვართ თანამშრომლობისთვის. გარდა ამისა, ხელისუფლებას აქვს მთელი რიგი სპეციალური პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარებას, როგორიც არის, მაგალითად სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამები, ბიზნესის, მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამები და ა.შ. ამ მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, აქტიური მუშაობა გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

7 თვეში ღვინის ხარისხის კონტროლის ფარგლებში 200-მდე კომპანია და ობიექტი შემოწმდა

7 თვეში ღვინის ხარისხის კონტროლის ფარგლებში 200-მდე კომპანია და…

7 თვეში ღვინის ხარისხის კონტროლის ფარგლებში 200-მდე კომპანია და ობიექტი შემოწმდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ინსპექტირება საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის…
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

7 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6210 ლარი გახდა.…
გადაუდებელი სამუშაოების გამო, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას…

პეკინის გამზირის N37-ის მიმდებარედ კომპანია „ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალმომარაგების ქსელზე დაგეგმილი გადაუდებელი სამუშაოების გამო, 8 აგვისტოს 00:30 საათიდან 22:00…