“ირიბად თუ პირდაპირ, საბანკო სექტორის პრობლემები თითოეულ მოქალაქეს შეეხება” – გიორგი ქადაგიძე

“ირიბად თუ პირდაპირ, საბანკო სექტორის პრობლემები თითოეულ მოქალაქეს შეეხება” – გიორგი ქადაგიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ქადაგიძე BMGTV-ს გადაცემაში, BMGDRIVE საბანკო სექტორის არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და განმარტავს, რომ ფული, რომელიც დეპოზიტის სახით აქვს ბანკს მიღებული, ის გრძელვადიან კრედიტებში აქვს დაბანდებული. ხოლო, როდესაც ფულის გადინება სწრაფად ხდება, კრედიტების ავტომატური განაღდება ვეღარ ხდება, რაც ლიკვიდობის კრიზისს იწვევს.

“საქართველოში საბანკო სექტორი სერიოზულ გამოწვევების წინაშე დგას, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქეების დეპოზიტების შესაძლო გადინებით არის გამოწვეული. უცხოელი ინვესტორების დეპოზიტების მასობრივი გასვლა, საქართველოში ლიკვიდობის კრიზისს გამოიწვევს, რამაც შეიძლება ადგილობრივი ბანკების ფინანსური სტაბილურობა დააზიანოს”, – ამბობს ქადაგიძე.

მისი თქმით, პრობლემები საბანკო სექტორისთვის თითოეულ მოქალაქეს შეეხება.

„კრედიტების “ჩაფუშვა” ნიშნავს შემცირებულ ეკონომიკურ აქტივობას, ნაკლებ დაკრედიტებას, ნაკლებ ახალ ობიექტს, ნაკლებ დასაქმებას, ნაკლებ მსყიდველობით უნარიანობას. შესაბამისად, ირიბად თუ პირდაპირ, პრობლემები საბანკო სექტორისთვის თითოეულ მოქალაქეს შეეხება.

საერთაშორისო საბანკო სისტემაში ქართული საბანკო სექტორი ორი სამი ბანკითაა ჩართული. როდესაც საქართველოს მოქალაქე, თუ ქართული ბიზნესი ევროსა თუ დოლარში თანხას რიცხავს, ეს გადარიცხვა ორი ბანკის მეშვეობით ხორციელდება. თუმცა, ამ ბანკებისთვისაც საქართველო მაღალი საფრთხის რისკის შემცველი ქვეყანაა. შესაბამისად, მალე საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ შეტყობინებებს, რომ მათი გადარიცხვები არ განხორციელდა, გაჭიანურდა პროცესები, დამატებითი დოკუმენტები მოითხოვეს, გაჭედვას დაიწყებს მათი სადებეტო ბარათები. ეს კი ნელ-ნელა ეკონომიკური აქტივების შემცირებას, ეკონომიკის დაპატარავებას გამოიწვევს”, – ამბობს ბანკირი.

გიორგი ქადაგიძე ასევე დასძენს, რომ დასავლური ფულის რუსული ფულით ჩანაცვლება უკუეფექტს გამოიწვევს.

„როგორც კი დასავლური კაპიტალის გადინება ხდება და ბაზარზე რუსული ფული შემოდის, დასავლური ფინანსური სისტემისთვის მთლიანად კეთროვანი ხდები და მთლიანად ხდება ჩახსნა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მილიარდობით საკრედიტო რესურსია, რომელსაც დასავლური ფინანსური სექტორები ჩახსნიან. ხომ ვხედავთ, ქართული საბანკო აქციების ფასები ქვემოთ მოდის. ეს იქნება შეუქცევადი პროცესი. არ არსებობს იზოლირებულ, ოლიგარქიულ, ჩამორჩენილ ქვეყანაში იყოს ეკონომიკური ზრდა“,- განმარტავს სების ყოფილი ხელმძღვანელი.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის…

საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს…
“საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირებში უმუშევრობის დონე 11%-ია – Galt&Taggart-ი

“საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირებში უმუშევრობის დონე 11%-ია –…

“საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირებში უმუშევრობის დონე 11%-ს შეადგენს”, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ განათლების სექტორის მიმოხივლაშია აღნიშნული. როგორც მიმოხილვაში…
“საქართველოში უცხოელი სტუდენტების 53.8% ინდოეთიდან არის” – Galt&Taggart

“საქართველოში უცხოელი სტუდენტების 53.8% ინდოეთიდან არის” – Galt&Taggart

“საქართველოში უცხოელი სტუდენტების 53.8% ინდოეთიდანაა, რომელთა უდიდესი ნაწილი ჯანდაცვის მიმართულებით სწავლობს”, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ განათლების სექტორის მიმოხივლაშია აღნიშნული. როგორც…