კარტოფილის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა – 3 თვეში ქვეყანამ $13.4 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

კარტოფილის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა – 3 თვეში ქვეყანამ $13.4 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

I კვარტალში საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანამ 43 465 ტონა პროდუქტის გაყიდვით 13 მილიონ 461 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. მაშინ როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში, ახალი ან შეყინული კარტოფილის ექსპორტი $358 ათასს, მოცულობა კი 1 077 ტონას არ აღემატებოდა. ზრდა 3652%-ია. წლის ამ პერიოდში საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი რეკორდულია. უფრო მეტიც 3 თვეში საზღვარგარეთ გაყიდული კარტოფილის მაჩვენებლები, 2024 წლის განმავლობაში პროდუქტის ჯამურ ექსპორტსაც აღემატება [$7.5 მლნ, 35 002 ტონა].

წლის დასაწყისში ქვეყნიდან კარტოფილის ექსპორტის გეოგრაფიაც გაფართოვდა. ყველაზე მეტ რაოდენობის აგროპროდუქტი კი რუსეთსა და აზერბაიჯანში გავიტანეთ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გასული წლის 3 თვეში კარტოფილი მხოლოდ აზერბაიჯანში გავყიდეთ.

2025 წლის იანვარ-მარტის საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

  1. რუსეთი – $10.1 მლნ, 25 705 ტონა;
  2. აზერბაიჯანი – $2.6 მლნ, 14 528 ტონა;
  3. სომხეთი – $521 ათასი, 2 447 ტონა;
  4. ყაზახეთი – $84 ათასი, 394 ტონა;
  5. თურქმენეთი – $47 ათასი, 239 ტონა;
  6. მოლდოვა – $18 ათასი, 129 ტონა;
  7. უზბეკეთი – $4 ათასი, 22 ტონა.

 

ცნობისთვის, 2024 წელს საქართველოში 221 100 ტონა კარტოფილი იწარმოვა, რაც წლიურად 12.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მოსავლიანობის მაჩვენებელი კი 2023 წლის მონაცემებთან შედრებით 3.4 ტონით გაიზარდა და 1 ჰა-ზე 15 ტონა შეადგინა.

 

აღსანიშნავია, რომ იანვარ-მარტში საქართველომ მხოლოდ 894 ათასი დოლარის ღირებულების 2 277 ტონა კარტოფილი შეიძინა, რაც გასული წლის იმპორტს ღირებულებით მცირედ აღემატება, მოცულობით კი ჩამორჩება [$817 ათასი, 2 605 ტონა].

პირველ კვარტალში საქართველოში კარტოფილი თურქეთიდან [$452 ათასი, 1 807 ტონა], გერმანიიდან [$224 ათასი, 176 ტონა], ეგვიპტიდან [$127 ათასი, 196 ტონა], ნიდერლანდებიდან [$85 ათასი, 75 ტონა]და უზბეკეთიდან [$5 ათასი, 22 ტონა].

2024 წელს საქართველოში ჯამურად 2 მილიონ 411 ათასი დოლარის ღირებულების 6 493 ტონა კარტოფილი შემოვიდა, რაც 2023 წლის მონაცემებს ჩამორჩება [$7.7 მლნ, 23 210 ტონა].

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

მაისში ფულადი გზავნილები $340 მილიონამდე გადმოირიცხა – ყველაზე მეტი თანხა აშშ-დან გადმოიგზავნა

მაისში ფულადი გზავნილები $340 მილიონამდე გადმოირიცხა – ყველაზე მეტი…

2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 340 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით…
ირაკლი კობახიძემ სერბეთის პრეზიდენტს უმასპინძლა

ირაკლი კობახიძემ სერბეთის პრეზიდენტს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს, რომელიც მეუღლესა და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თბილისს დღეს ეწვია.…
მაისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა – სებ

მაისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა…

2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 339.85 მლნ აშშ დოლარი (911.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7.1% ით (22.4 მლნ…