საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14.3 პროცენტი შეადგინა. საქსტატის თანახმად, კაცებში უმუშევრობა უცვლელად 15.9%-ზე შენარჩუნდა, თუმცა ქალებში ის წინა წელს არსებული 10.9%-დან 12.2%-მდე გაიზარდა.
საქსტატის თანახმად, შემცირებულია ქალებში როგორც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე თვითდასაქმებულთა რაოდენობა. კერძოდ, თუკი 2024 წლის მეორე კვარტალში 486.6 ათასი ქალი იყო დაქირავებით დასაქმებული წელს ეს რიცხვი 7.6 ათასით არის შემცირებული 479 ათასამდე.
ხოლო თვითდასაქმებული ქალების რიცხვი 2024 წლის მეორე კვარტალში არსებული 139.8 ათასიდან წელს 13.1 ათასით შემცირდა და 126.7 ათასი შეადგინა.
შესაბამისად, მთლიანობაში ქალი დასაქმებულების რიცხვი წინა წელს არსებული 626.6 ათასიდან 20.9 ათასით 605.7 ათასამდე შემცირდა.
რაც შეეხება კაცებს, 2025 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით დასაქმებულად ითვლება 760.6 ათასი კაცი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.6 ათასით მეტია, მათ შორის დაქირავებულთა რიცხვი წლიურად 12.4 ათასით არის შემცირებული 461.5 ათასამდე, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 16.2 ათასით გაიზარდა 295.5 ათასამდე.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ვერ ამბობს როდის მიაღწევს უნივერსიტეტების ლექტორების ანაზღაურება 10 ათას ლარს, თუმცა ამბობს, რომ ხელფასის ზრდა ეტაპობრივად…
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია განიხილა. ბიუჯეტის პროექტი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა…
5 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6032 ლარი გახდა.…