ლარის იუბილეს აღნიშვნა 771 000 ლარი დაჯდება

ლარის იუბილეს აღნიშვნა 771 000 ლარი დაჯდება

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის (ლარის) 30 წლის იუბილეს აღნიშვნას გეგმავს, რისთვისაც 771 ათასი ლარი დაიხარჯება.

“ლარის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად 2025 წელს დაგეგმილია მასშტაბური ღონისძიებები, მათ შორის მაღალი დონის, საერთაშორისო ფორუმი (2025 წლის 29 – 31 მაისი) მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტებისა და ვიცე-პრეზიდენტების მონაწილეობით, ქართული ფულის კატალოგის გამოშვება, საიუბილეო მონეტის პრეზენტაცია და სხვა. აღნიშნულ ღონისძიებათა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმის ორგანიზებამ და ჩატარებამ”, – მისწერა ეროვნულმა ბანკმა შესყიდვების სააგენტოს.

იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია:

• ლოგოს და მის საფუძველზე ე.წ. „ბრენდბუქის“ შემუშავება; • ღონისძიების ფროდაქშენ მომსახურება, მათ შორის საიმიჯო რგოლის მომზადება; • ღონისძიების ორგანიზება სასტუმრო „შერატონში“,

მათ შორის:

  • ღონისძიების ვიზუალური კონცეფციის შექმნა და შემსყიდველთან შეთანხმება;
  • კონცეფციის შესაბამისად, სასესიო დარბაზის 300 სტუმარზე ღონისძიების უზრუნველსაყოფად მომზადება;
  • მაღალი რანგის სტუმრებისთვის ბიზნეს ოთახის მოწყობა;
  • მედია სივრცის და მედია ოთახის მოწყობის უზრუნველყოფა;
  • შენობაში სარეგისტრაციო პუნქტის მოწყობა;
  • შენობაში საინფორმაციო პუნქტის მოწყობა;
  • საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში დაცული ექსპონატების გამოფენის ორგანიზება/მოწყობა;
  • პრეს ბანერების/ და ბექდროფ ბანერების დამზადება
  • ღონისძიების სრულყოფილად და მაღალ დონეზე ჩასატარებლად აუცილებელი სხვა, დამატებითი მომსახურება

• ღონისძიების, მათ შორის მედია და მაღალი რანგის სტუმრების ბიზნეს ოთახის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკით და ინტერნეტით უზრუნველყოფა; • მიღების/Welcome reception და სადილის/gala dinner ორგანიზება 2025 წლის 29 და 30 მაისს (სარესტორნო მომსახურების გარდა). • სტუმრების დახვედრა – გაცილება.

2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წელი სრულდება. პირველად ლარი მიმოქცევაში 1995 წლის 25 სექტემბერს ჩაეშვა და იმავე წლის 2 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6789 ლარი გახდა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6789 ლარი გახდა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6789 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6789…
S&P Global Ratings-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა რეგიონში მოწინავეა – სებ

S&P Global Ratings-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საბანკო სექტორის რეგულირება…

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ, S&P Global Ratings-მა საბანკო სექტორის რისკის შეფასების მორიგი განახლება გამოაქვეყნა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დოკუმენტში მიმოხილულია ცენტრალური აზიისა…
იანვარში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 16.6%-ით გაიზარდა და 282.64 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – სებ

იანვარში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 16.6%-ით გაიზარდა და…

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 282.64 მლნ აშშ დოლარი (761.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 16.6%-ით (40.2…