2025 წელს ლარმა გაცვლითი კურსის სტაბილურობა შეინარჩუნა და მეტიც – აშშ დოლართან მიმართებით 4%-ით, ანუ 11.75 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარი 2.6963 ლარი ღირს. თუმცა, დოლარისგან განსხვავებით, ლარი მთელი 7%-ით, ანუ 23.5 თეთრით გაუფასურდა ევროსთან (კურსი 3.1646 ლარი), რაც თავის მხრივ ევროს გამყარებასთან არის დაკავშირებული, რადგანაც თუკი გასულ წელს ერთი ევრო 1.05 დოლარი ღირდა, ამჟამად ევროს ღირებულება 1.19 დოლარს შეადგენს, დოლარი კი ძირითად ვალუტებთან მიმართებით პირიქით გაუფასურდა. წელს ლარი 9.4 თეთრით, 3.62 ლარამდე გაუფასურდა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რაც 3%-იანი გაუფასურებაა.
ლარი 27%-ით გამყარდა წელს თურქულ ლირასთან, რის შედეგადაც ერთი ლირას ღირებულება 6.28 თეთრს შეადგენს. აღნიშნული გამყარება მეტწილად თავად ლირას რეკორდული გაუფასურებით არის განპირობებული. პირიქით, 22%-ით გაუფასურდა ეროვნული ვალუტა რუსულ რუბლთან, შედეგად 100 რუსული რუბლის ღირებულება 73 თეთრით გაიზარდა და 3.31 ლარს შეადგენს.
აზერბაიჯანულ მანათთან ლარი 4%-ით გამყარდა, სომხურ დრამთან კი გამყარებამ 1% შეადგინა. რაც შეეხება აზიურ ვალუტებს, ჩინურ იუანთან ლარი თითქმის უცვლელი დარჩა და 10 იუანის ღირებულება 3.86 ლარი. იაპონურ იენთან კი ლარი 4%-ით გამყარდა, შედეგად 100 იაპონური იენის ღირებულება 1.72 ლარი გახდა.
როგორ შეიცვალა ლარის გაცვლითი კურსი ძირითად ვალუტებთან მიმართებით 2025 წელს:
12 აგვისტოს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი 2.6191 ლარი. გამყარება 0.07 თეთრი; 1 ევრო 3.0214…
7 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6210 ლარი გახდა.…
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6223 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6223…