ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22-მეგავატიანი “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა წელს დაიწყება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22-მეგავატიანი “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა წელს დაიწყება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალზე 22 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის – “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება.

როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანიის – შპს „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეი“-ის დირექტორმა, გიორგი მარგებაძემ BMG-სთან განაცხადა, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 30-დან 35 მლნ დოლარამდეა და ამჟამად დაფინანსებასთან დაკავშირებით ბანკთან მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია.

როგორც გიორგი მარგებაძე აღნიშნავს, პროექტმა პირველ CFD აუქციონში გაიმარჯვა, გარანტირებული შესყიდვის ტარიფის არსებობამ კი პოზიტიური როლი ითამაშა დაფინანსების მოზიდვის პროცესში.

“ამ პროექტმა პირველ CFD აუქციონში გაიმარჯვა, რომელშიც 6.85 ცენტი დაჯდა მედიანური ტარიფი. პროექტს ექსპერტიზა გავლილი აქვს, როგორც სახელმწიფოს, ისე ბანკის მხრიდან, დადებითი დასკვნებია ყველგან, გარემოს ზემოქმედების შეფასების დასკვნა გაცემულია, საჯარო განხილვები ჩატარებულია და მოსახლეობა ელოდება პროექტის დაწყებას. დაგვრჩა ბანკთან მოლაპარაკებები ბოლომდე მიყვანა, ფაქტობრივად, ბოლოში ვართ გასული, რომ დაფინანსება შეიკრას. მშენებლობის დაწყება დაახლოებით თვე-ნახევარში, მაქსიმუმ ორ თვეში იგეგმება”, – ამბობს გიორგი მარგებაძე.

მისივე თქმით, მშენებლობის ხანგრძლივობა, ექსპლუატაციაში მიღებამდე, დაახლოებით წელიწად-ნახევარია. გიორგი მარგებაძე ეკონომიკურთან ერთად პროექტის სოციალურ მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

“სერიოზული სოციალური პაკეტები გვაქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეთავაზებული, როგორც დასაქმების, ისე ინფრასტრუქტურული კუთხით. ენერგეტიკული მიმართულებით ქვეყანას სერიოზულ ობიექტს შევძენთ, რომელიც ელექტროენერგიის გამომუშავების, იმპორტდამოკიდებულების შემცირების ნაწილში თავის სოლიდურ სიტყვას იტყვის”, – აღნიშნა გიორგი მარგებაძემ.

ენერგეტიკაში პირდაპირი ხელშეკრულებები მნიშვნელოვანია. ფინანსების მოზიდვა გამარტივდება – გიორგი მარგებაძე

მსგავსი სიახლეები

დიდ ბრენდულ სასტუმროებში დატვირთულობა და ფასი გაიზარდა – TBC Capital

დიდ ბრენდულ სასტუმროებში დატვირთულობა და ფასი გაიზარდა – TBC…

2026 წლის პირველ ნახევარში საშუალო დატვირთულობა დიდ ბრენდულ სასტუმროებში წლიურად 4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 58% შეადგინა. ამის შესახებ TBC Capital-ის…
9 აგვისტოს საქართველოს აეროპორტებში ფრენების ისტორიული რეკორდი, 306 ჩამოფრენა და გაფრენა დაფიქსირდა – EUROCONTROL

9 აგვისტოს საქართველოს აეროპორტებში ფრენების ისტორიული რეკორდი, 306 ჩამოფრენა…

9 აგვისტოს საქართველოს აეროპორტებში ერთ დღეში 306 ჩამოფრენა და გაფრენა დაფიქსირდა, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის საჰაერო ნავიგაციის…
ქუთაისში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია გაიმართა

ქუთაისში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია გაიმართა. ინფორმაციას…