ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხების მოცულობამ 36.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა თვესთან, ანუ აპრილთან შედარებით 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
სტრუქტურულად, საქართველოდან გადარიცხვების უდიდესი ნაწილი დსთ-ს ქვეყნებზე მოდის. ამ მიმართულებით მაისში 17.5 მილიონი დოლარი გადაირიცხა, რაც მთლიან მოცულობაში ყველაზე მაღალ წილს წარმოადგენს. მეორე ადგილზეა „სხვა ქვეყნების“ კატეგორია 11.3 მილიონი დოლარით, ხოლო მესამე პოზიციას ევროკავშირის ქვეყნები იკავებენ, სადაც საქართველოდან 8.1 მილიონი დოლარი გადაიგზავნა.
ცალკეული ქვეყნების მიხედვით განაწილება აჩვენებს, რომ TOP 10 მიმართულებას შორის პირველ ადგილს აზერბაიჯანი იკავებს 7.2 მილიონი დოლარით. მეორე ადგილზეა თურქეთი 5.4 მილიონი დოლარით, ხოლო მესამე პოზიციაზე რუსეთია 4.4 მილიონი დოლარით.
საქართველოდან გადარიცხვების TOP 10 მიმართულება ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება:
2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 340 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით…
Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2026 წელს ფულადი გზავნილები 3.8 მლრდ დოლარს მიაღწევს. საინვესტიციო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვირის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ…