მაისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა – სებ

მაისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა – სებ

2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 339.85 მლნ აშშ დოლარი (911.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7.1% ით (22.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის მაისის თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ მაისში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 43.7%-ს შეადგენს, შესაბამისი 148.4 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 6.0%-ს უტოლდება.

ასევე, ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ამასთან, აშშ-დან და ისრაელიდან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, მაისში აშშ-დან 8.1%-იანი, ხოლო ისრაელიდან 22.7%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა, მოცულობამ კი, შესაბამისად, 63.9 და 29.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2026 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 37.0 მლნ აშშ დოლარი (99.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2025 წლის მაისის (35.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.1% მეტია.

მსგავსი სიახლეები

პარლამენტმა „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ” დადგენილების პროექტი მიიღო

პარლამენტმა „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების…

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ” მოხსენება წარადგინა. ინფორმაციას…
წელს ინფლაციის მატების მთავარი ფაქტორი მსოფლიოში და საქართველოში საწვავზე ფასების ზრდაა – სებ

წელს ინფლაციის მატების მთავარი ფაქტორი მსოფლიოში და საქართველოში საწვავზე…

მიმდინარე წელს ინფლაციის მატების მთავარი ფაქტორი მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში საწვავზე ფასების ზრდაა, ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი “თვის მიმოხილვაშია”…
სექტემბერში სებ-მა $248.5 მილიონი შეისყიდა – რამდენია რეზერვების მოცულობა?

სექტემბერში სებ-მა $248.5 მილიონი შეისყიდა – რამდენია რეზერვების მოცულობა?

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის სექტემბერში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 248.5…