მარიამ ქვრივიშვილი ADB-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა – რა განიხილეს?

მარიამ ქვრივიშვილი ADB-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა – რა განიხილეს?

“ოცნების” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტს ინგმინგ იანგს შეხვდა, რომელიც საქართველოს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა – ბანკი ფორუმის მხარდამჭერია მისი დაარსების დღიდან. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. მათ შორის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ენერგეტიკის, რეგიონული და მუნიციპალური განვითარების და სხვა მიმართულებით. “ხაზი გაესვა საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას აღნიშნულ საფინანსო ინსტიტუტთან შუა დერეფნის განვითარების კუთხით, მათ შორის, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მიმართულებით. მხარეებმა განიხილეს როგორც აზიის განვითარების ბანკის შესაძლო მონაწილეობა ქვეყნის ჰიდროენერგეტიკულ პროექტებში, აგრეთვე მეტი ჩართულობა ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლების პროცესში, ასევე პოზიტიურად შეფასდა ბანკთან თანამშრომლობა სარკინიგზო ტრანსპორტის რეფორმირების, აგრეთვე საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარების და ტურიზმის სტრატეგიის შემუშავების კუთხით. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის ნაყოფიერ თანამშრომლობას CAREC – ის (ცენტრალური აზიის რეგიონული თანამშრომლობის ორგანიზაციის) ფორმატში. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი არის მნიშვნელოვანი რეგიონული სადისკუსიო პლატფორმა, სადაც რეგიონის ქვეყნების პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერები წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის მოდელებს სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, მრეწველობა, ავიაცია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ციფრული კავშირები, ტურიზმი და ა.შ. შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და ინგა ფხალაძე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თელავის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 500 000 ლარი გამოიყო

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თელავის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 500…

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით თელავის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოიყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური…
როგორი იქნება უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აგვისტოდან?

როგორი იქნება უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აგვისტოდან?

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 18 აგვისტოდან ერთი აშშ დოლარი – 2.6152, ევრო – 3.0315, ბრიტანული გირვანქა…
ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საქართველოსა და კორეას…