მარიამ ქვრივიშვილმა ტაჯიკეთთან სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი – რას ითვალისინებს?

მარიამ ქვრივიშვილმა ტაჯიკეთთან სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი – რას ითვალისინებს?

ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტაჯიკეთში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტები ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

კერძოდ, ხელი მოეწერა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ შეთანხმებებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.

„ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც დაფუძნდება ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია. ამავდროულად, ხელი მოეწერა შეთანხმებას ავიაციის სექტორში თანამშრომლობის შესახებ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია აღნიშნული შეთანხმებების მიღწევა, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველწლიურად ჩვენს ორ ქვეყანას შორის მზარდია ეკონომიკური აქტივობები, განსაკუთრებით, ვაჭრობა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, გაფორმებული დოკუმენტები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. შეთანხმებები ასევე ხელს შეუწყობს ბიზნესწრეების დაახლოებასა და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყებას.

„შეხვედრების ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით არსებული პოტენციალი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებაა გასამახვილებელი ვაჭრობის, საქართველოდან ექსპორტის, ტურისტულ სექტორში თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის პირდაპირი ფრენების არსებობის მნიშვნელობაზე“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო გაფართოებული ფორმატის შეხვედრებში, რომელიც ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, კოჰირ რასულზოდასა და პრეზიდენტ ემომალი რახმონთან გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – ნავსადგური „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – ნავსადგური „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს. როგორც მან 6 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს…
მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-ყაზახეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმებს მოაწერა ხელი

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-ყაზახეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმებს მოაწერა…

ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს მოაწერა ხელი. სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტებს ორი ქვეყნის მთავრობის წევრების…
“2032 წლამდე ინფრასტრუქტურაში $7 მილიარდამდე ინვესტიცია განხორციელდება, ამ გეგმის ფლაგმანი პროექტი ანაკლიის ნავსადგურია“ – ქვრივიშვილი

“2032 წლამდე ინფრასტრუქტურაში $7 მილიარდამდე ინვესტიცია განხორციელდება, ამ გეგმის…

„ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა და ამბიციური გეგმა, რომლის თანახმადაც, 2032 წლამდე ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება“,…