მთავრობამ 6 კომპანიას საერთაშორისო საწარმოს სტატუსი მიანიჭა

მთავრობამ 6 კომპანიას საერთაშორისო საწარმოს სტატუსი მიანიჭა

საქართველოს მთავრობის 12 აგვისტოს განკარგულებით, 6 კომპანიას საერთაშორისო საწარმოს სტატუსი მიენიჭა, ერთს კი ეს სტატუსი ჩამოერთვა.

აღნიშნული საგადასახადო სტატუსი 2020 წლის ბოლოდან არსებობს. მთავრობის გადაწყვეტილებით, მას იღებენ ის კომპანიები, რომლებიც IT და საზღვაო სფეროში საქმიანობენ და საქართველოდან უცხოეთში აწვდიან IT სერვისს ან ახორციელებენ საზღვაო გადაზიდვებს. ამ სტატუსის კომპანიები სპეციალური საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ.

კომპანიები, რომლებსაც ეს სტატუსი მიენიჭათ არიან: შპს “სი ჯეი დევს”; შპს “ექსეტა”; შპს “სი დაბლიუ ინოვაციები”; შპს “მარმენიო სოფთს”; შპს “სდს სოლუშენს ჯორჯია”; შპს “ფინტესი”. შპს “სოციალურ გადაწყვეტილებებს” კი აღნიშნული სტატუსი ჩამოერთვა.

საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5%-ით იბეგრება, ასევე, საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%.

საერთაშორისო კომპანიის სტატუსს სულ 160-მდე კომპანია ფლობს. მათი უმეტესობა IT სერვისების მიწოდებით არის დაკავებული.

მსგავსი სიახლეები

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაერთიანდება – რა წერია კანონპროექტში?

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაერთიანდება – რა წერია…

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაერთიანდება. ამის შესახებ დღეს გამოქვეყნებულ კანონპროექტში წერია, რომელსაც ხელს მიხეილ ყაველაშვილი აწერს. “საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა…
თბილისში „ტრამპთაუერ თბილისის“ საერთაშორისო წარდგენის ღონისძიება გაიმართა

თბილისში „ტრამპთაუერ თბილისის“ საერთაშორისო წარდგენის ღონისძიება გაიმართა

თბილისში „ტრამპთაუერ თბილისის“ ოფიციალური საერთაშორისო წარდგენის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ლორენს ჯეი გლიკი, „გენსლერ“ სტუდიის…
𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის საინვესტიციო ღირებულება $2 მილიარდია – ილია წულაია

𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის საინვესტიციო ღირებულება $2 მილიარდია – ილია…

“𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის საინვესტიციო ღირებულება $2 მილიარდია”, – ამის შესახებ კომპანია “არქის” დამფუძნებელმა ილია წულაიამ 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის ოფიციალურ პრეზენტაციაზე განაცხადა.…