საქართველოს მთავრობა წლის მეორე ნახევარში მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან წლის პირველი ნახევრის ეკონომიკური ზრდის შეფასებისას განაცხადა.
2024 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, შესაბამისად 6 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9%-ია.
კითხვაზე – რა განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, კობახიძე არ პასუხობს და ამბობს, რომ აღნიშნული მაჩვენებლების შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდეს.
“ეს [ეკონომიკური ზრდა] ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ წლის პირველი ნახევარი 9%-იანი ეკონომიკური ზრდით დავხურეთ. თქვენ იცით, რომ გასული 3 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 9.7%, ეს კარგი ტენდენცია წელსაც გრძელდება, წლევანდელი მაჩვენებელი 9%-ია. ჩვენთვის მთავარია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. ივლის-აგვისტოში ვფიქრობ, მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება და წლის ბოლომდე ასე უნდა გავაგრძელოთ. ეს არის მთავარი იმისთვის, რომ თანდათანობით ჩვენი ქვეყნის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს”, – განაცხადა კობახიძემ.
ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ დათმობენ. ირანის შეიარაღებულძალების განცხადებას ირანული სახელმწიფო მედია ავრცელებს. მათი თქმით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე…
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის საღამომდე ცეცხლი შეწყდება ინფორმაციას კრემლი ავრცელებს. „ვლადიმერ პუტინის…
9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი…