მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც ცალკეული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას უზრუნველყოფს

მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც ცალკეული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას უზრუნველყოფს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და ეფექტიანობის დეპარტამენტის ჩართულობით შეიქმნა ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც 2026 წლიდან დამოუკიდებლად უზრუნველყოფს ცალკეული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, – ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

რეფორმის მიზანია სახელმწიფო სახსრების გამჭვირვალე და რაციონალური ხარჯვის, საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების ხელშეწყობა.

ამასთანავე, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, შესყიდვის ახალი მანდატის ფარგლებში, უზრუნველყოფს ცენტრალიზებული შესყიდვისათვის გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგს.

„ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ შესასყიდი საქონლისა და მომსახურების საპროგნოზო ღირებულება წლიურად შეადგენს 2 მილიარდ ლარს. უწყება დაკომპლექტდება მაღალი კვალიფიკაციის კადრებით, რომლებიც უზრუნველყოფენ დასახული მიზნების მიღწევას. უწყება შესყიდვებს განახორციელებს როგორც კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებებით, ასევე დამხმარე საქმიანობის ფარგლებში ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე ექნება შესაძლებლობა, განახორციელოს ცენტრალიზებული შესყიდვა. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნა გათვალისწინებული იყო „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითაც, რომელიც მიღებულ იქნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში“, – ნათქვამია მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

მთავრობამ საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერის ახალი სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა

მთავრობამ საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერის ახალი სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 30 ივლისის №361 დადგენილებით დაამტკიცა „საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია საინვესტიციო ფონდების შექმნისა და საქმიანობის…
მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს – დეტალები

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს – დეტალები

საქართველოს მთავრობამ „საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა” დაამტკიცა, რომელსაც სს საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია განახორციელებს. 30 ივლისის დადგენილებით, პროგრამის მიზანია საქართველოში წარმოებული…
მთავრობა შტატგარეშე მოხელეთა ლიმიტის 15%-მდე ზრდას გეგმავს- კანონპროექტი

მთავრობა შტატგარეშე მოხელეთა ლიმიტის 15%-მდე ზრდას გეგმავს- კანონპროექტი

საქართველოს მთავრობა შტატგარეშე მოხელეთა ლიმიტის ამჟამად არსებული 10%-დან 15%-მდე ზრდას გეგმავს – ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი. დოკუმენტის თანახმად,…