ნახშირი მსოფლიოში ენერგეტიკისა და მძიმე მრეწველობის სექტორისთვის საწვავის კვლავ მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. 2023 წელს მსოფლიოში წარმოებული ელექტროენერგიის 26% სწორედ ქვანახშირზე მოდიოდა, რაც ბუნებრივი აირის წილზე 24%-ზე მაღალი იყო, ხოლო ჰიდროენერგიაზე მხოლოდ 6%, ქარის ენერგიაზე 3.5%, მზის ენერგიაზე კი 2.5% მოდის.
მსოფლიოში ქვანახშირის უმსხვილესი მწარმოებელი და მომხმარებელი ჩინეთია, სადაც ქვანახშირის ელექტროსადგურებმა ქვეყნის მთლიანი გამომუშავების 51% აწარმოეს. გაეროს ანალიტიკური პორტალის – comtrade-ის თანახმად, 2023 წელს მსოფლიოში ქვანახშირით საერთაშორისო ვაჭრობამ 152 მილიარდი დოლარი და 991 მილიონი ტონა შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით ქვანახშირის უმსხვილესი ექსპორტიორია ავსტრალია, რომელმაც $68 მილიარდი დოლარის 353 მილიონი ტონა ქვანახშირი გაყიდა. ქვანახშირის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია რუსეთის ფედერაცია, თუმცა ის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას აღარ ასაჯაროებს, 2021 წელს კი ის მსოფლიოში ქვანახშირის რიგით მეშვიდე უმსხვილესი ექსპორტიორი იყო, ექსპორტი 17 მილიარდ დოლარს, ექსპორტირებული ქვანახშირის მოცულობა კი 211 მილიონ ტონას აჭარბებდა.
„ნებისმიერი ახალი გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შენდება, არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ეკონომიკური გაძლიერებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ“, – ამის შესახებ საქართველოს…
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, მომდევნო ხუთ წელიწადში დაგეგმილია ყველა იმ ძირითადი მაგისტრალური გზის მშენებლობის დასრულება, რომელზეც სამუშაოები უკვე მიმდინარეობს ან…
2026 წლის ოქტომბერში ბიზნესსექტორში ერთწლიანი და სამწლიანი ინფლაციური მოლოდინები შემცირდა, თუმცა ხელფასების ზრდის მოლოდინი გაიზარდა. ამასთან, კომპანიების ნაწილი მომდევნო ერთი წლის…