2025 წელს სამხრეთ კავკასიაში ზრდა 3%-ზე ოდნავ ზემოთ ნიშნულამდე შენელდება. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის უახლეს ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკას ეხება.
კერძოდ, უახლესი პროგნოზით, 2024 წლის 5.7%-იანი ზრდის შემდეგ, სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა წელს 3.7%-ით გაიზრდება, ხოლო 2026 წელს 3.3%-ით.
ანგარიშის თანახმად, რეგიონის ეს პროგნოზი ასახავს აზერბაიჯანში ნავთობის წარმოების შემცირების ფონზე ეკონომიკური ზრდის შესუსტებას და სომხეთსა და საქართველოში ზრდის ნორმალიზებას.
საგულისხმოა, რომ მსოფლიო ბანკმა 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკურ ზრდის პროგნოზს 1.5 პროცენტული პუნქტით, 7%-მდე გაზარდა. საფინანსო ინსტიტუტი სომხეთის ეკონომიკის 5.2%-იან ზრდას ელის, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით მეტია წინა, ივნისის პროგნოზზე, ხოლო აზერბაიჯანის შემთხვევაში 1.9%-ის ეკონომიკური ზრდაა პროგნოზირებული, რაც 0.7 პროცენტულ პუნქტიანი გაუარესებაა.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „დიდი შვიდეულის“ სამიტის წინ საფრანგეთში ჩავიდა, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თვითმფრინავი ჟენევაში დაეშვა,…
საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე საქართველოში იტალიის საგანგებო და…