მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა

მსოფლიო ბანკი 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკურ ზრდის პროგნოზს 1.5 პროცენტული პუნქტით, 7%-მდე ზრდის – ამის შესახებ ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკურ მიმოხილვაში არის საუბარი. მსოფლიო ბანკის განმარტებით, წელს საქართველოში ფაქტობრივი ზრდა არის უფრო მაღალი, ვიდრე ისინი ივნისში გამოქვეყნებული პროგნოზით ვარაუდობდნენ. 2026 წლისთვის კი ქვეყანაში 5.5%-ის ეკონომიკური ზრდა არის ნავარაუდევი, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით მეტია. რაც შეეხება მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლებს, მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზები ასე ნაწილდება: სომხეთი – 5.2%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესება 1.2 პ.პ; აზერბაიჯანი – 1.9%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუარესება 0.7 პ.პ; რუსეთი – 0.9%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუარესება 0.5 პ.პ; თურქეთი – 3.5%-ის ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესება 0.4 პ.პ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მსოფლიო ბანკის მსგავსად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა EBRD-მა და ADB-მა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ივლისში ის 7.2%-მდე დააკორექტირა.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის…
„დევნილ ოჯახს, რომელსაც საცხოვრებელი ფართი არ მიუღია, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია” – სამინისტრო

„დევნილ ოჯახს, რომელსაც საცხოვრებელი ფართი არ მიუღია, ბინის ნაცვლად…

„დევნილ ოჯახს, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ მიუღია საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ანაზღაურება, ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია.…
ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდნენ

ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და…

ტაილანდში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან…