„როგორც ბათუმმა, ისე თბილისმა უნდა შექმნას თავისი იდენტობა, მოსაძებნი და განსავრცობია შინაარსი, რომელსაც შეიძენს ეს ქალაქები“ – ამის შესახებ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ კომპანია „იელთი ჯგუფის“ კომერციულმა დირექტორმა ვალერი გურგენიძემ ისაუბრა. მისი თქმით, კერძო და საჯარო ინფრასტრუქტურა სწორედ ამის შესაბამისად უნდა განვითარდეს.
„ჩვენი პროდუქტები იქმნება ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე. ყველას სურვილია რომ მხარჯველუნარიანი სტუმრები შემოვიდნენ ქვეყანაში, თუმცა ამას ცალკე აღებული ბიზნესი ვერ მოახერხებს. მთელი ინფრასტრუქტურა და სერვისები უნდა ვითარდებოდეს, ამას დრო უნდა, ალბათ 7-10წლიანი პერიოდი, როცა ეს შესაძლებელი გახდება.
როგორც ბათუმმა, ისე თბილისმა უნდა შექმნას თავისი იდენტობა, მოსაძებნი და განსავრცობია შინაარსი, რომელსაც შეიძენს ეს ქალაქები. მხოლოდ სათამაშო ბიზნესი ვერ იქნება ამის ლოკომოტივი, უნდა შეიქმნას ახალი დანიშნულებები, მაგალითად გართობის ცენტრები რომელიც ძალიან დიდ შედეგს აჩვენებს. პერმანენტული მუსიკალური გასართობი ფესტივალები, რომელიც კონკრეტულ შინაარსს სძენს ლოკაციას. ბევრი სხვა რამის მოძიება შეიძლება, რომელიც შედარებით თავისუფალია. მნიშვნელოვანია გავიგოთ საით ვითარდებით, რა დანიშნულება უნდა შევძინოთ ქალაქებს, ამის შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა განვავითაროთ შემდეგ.“ – განაცხადა გურგენიძემ.
“დღეს მივიღეთ ოფიციალური წერილი უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრისგან, რომლის თანახმად საქართველოს აღუდგა EQAR-ის რეგისტრაცია. ეს არის ის…
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ვერ ამბობს როდის მიაღწევს უნივერსიტეტების ლექტორების ანაზღაურება 10 ათას ლარს, თუმცა ამბობს, რომ ხელფასის ზრდა ეტაპობრივად…
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია განიხილა. ბიუჯეტის პროექტი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა…