ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, სსფ-ის წესდების მეოთხე მუხლის დებულებით გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში, საქართველოში სამუშაობა ვიზიტი დაიწყო.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს მისიის წევრები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნათია თურნავას შეხვდნენ.

მათივე ცნობით, სებ-ის პრეზიდენტმა მისიის წევრებს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა, მაკროეკონომიკური პროგნოზები და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით არსებული ვითარება გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებას. აღინიშნა, რომ არსებულ გამოწვევებს საქართველო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტების ფონზე ხვდება. ამასთან, აღნიშნული პროცესების საქართველოს ეკონომიკაზე გადმოცემის მასშტაბი, ინტენსივობა და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოვლენების შემდგომ განვითარებაზე.

სსფ-ის მიმდინარე მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე. აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი. სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი და ეროვნული ბანკის მიმართულებების ხელმძღვანელები.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სსფ-ის მისიის სამუშაო შეხვედრები ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის, ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური ბაზრების, სპეციალიზებული რისკებისა და სხვა დეპარტამენტებთან.

მსგავსი სიახლეები

“ივნისში წლიურმა ინფლაციამ 5.8%, ხოლო თვის ინფლაციამ 0.1% შეადგინა” – სებ-ი “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს

“ივნისში წლიურმა ინფლაციამ 5.8%, ხოლო თვის ინფლაციამ 0.1% შეადგინა”…

საქართველოს ეროვნული ბანკი “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს. დოკუმენტში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალური ანალიზია. სებ-ი წერს,…
საქართველოს ეროვნული ბანკი მაისის “მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს” აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მაისის “მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს” აქვეყნებს

ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, გასულ წელს მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა დანერგა, რომლითაც სებ-ში თვლიან, რომ უფრო…
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით 8,25%-მდე გაზარდა. სებ-ი ამ გადაწყვეტილებას ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ ომს და მისგან…