ნათია თურნავა – “საქართველოში საფინანსო სექტორი მყარი და სტაბილურია”

ნათია თურნავა – “საქართველოში საფინანსო სექტორი მყარი და სტაბილურია”

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ საქართველოში საფინანსო სექტორი მყარი და სტაბილურია. მისი თქმით, ქვეყანაში საამაყო გამორჩეული საფინანსო სისტემა გვაქვს, რომელიც ბევრ ევროპულ ანალოგს უსწრებს.

“რა არ მოხდა, როგორი შეძახილები არ იყო ბანკების მისამართით. იყო მოწოდებები: გაიფიცეთ, პარალიზება მოახდინეთ, დეპოზიტები გაიტანეთ. ყველაფერს უძლებს ჩვენი საფინანსო სექტორი. არის მყარი, განვითარებული, მენეჯმენტი მოწოდების სიმაღლეზეა,”-აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში საუბრისას განაცხადა,  ბანკების ლიკვიდობის მაჩვენებელი, მათი ფულადი რესურსი მაღალია.

“ლიკვიდობის მაჩვენებელი 17 მლრდ-ზე მეტი იყო და წლის ბოლოს კიდევ უკეთესი ნიშნული გვაქვს. ამას ვაქვეყნებთ ხოლმე პერიოდულად და მერწმუნეთ, რომ საკმაოდ დიდი რისკების თავიდან აცილება და გაძლება შეუძლიათ ჩვენს ბანკებს. ჩვენ სტრეს-ტესტები გვაქვს ორი წელია შემოღებული, რომლითაც თითოეული ბანკის შესაძლებლობას ვტესტავთ, რომ უპასუხოს რაიმე რისკს ან დარტყმას. გარდა ამისა, არის მექანიზმი შემუშავებული. იმ შემთხვევაში, რამე პრობლემა ერთ ბანკს თუ შეექმნება თუ როგორ შეიძლება რომ არ დაზარალდეს არცერთი დეპოზიტარი. ასე რომ, ბანკები დღესდღეობით არიან ძალიან ძლიერები. მათ აქტივების კარგი ხარისხი აქვთ. პრობლემური სესხების რაოდენობა არის ისტორიულად დაბალი, კარგი ბუფერები გააჩნიათ. საამაყო გამორჩეული საფინანსო სისტემა გვაქვს, რომელიც ბევრ ევროპულ ანალოგს უსწრებს,”-აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

ბიზნეს პარტნიორი

მსგავსი სიახლეები

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი – „ასკანელი რეზორტი“ კახეთს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ მიზიდულობას შესძენს – კობახიძე

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი – „ასკანელი რეზორტი“ კახეთს კიდევ უფრო…

მიხარია, რომ ამ უმშვენიერეს სოფელ სანავარდოში ვხსნით დღეს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს – „ასკანელი რეზორტს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…
ყველა იმ ოჯახსაც, რომელსაც საცხოვრისის პრობლემა არ აქვს, ექნება უფლება, მოგვმართოს და კომპენსაცია მიიღოს – მიხეილ სარჯველაძე

ყველა იმ ოჯახსაც, რომელსაც საცხოვრისის პრობლემა არ აქვს, ექნება…

„დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ირიცხებიან იმ ოჯახთა სიაში, ვისაც სახელმწიფომ შეუსრულა ვალდებულება განსახლებასთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სახელმწიფოსგან კომპენსაცია. ყველა იმ…
სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 ათასით შემცირდა

სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 ათასით შემცირდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 23 241-ით შემცირდა. შედეგად საარსებო შემწეობას ჯამში 547…